11 წლის ჰოკეისტი მეტოქე გუნდის მწვრთნელმა "ნოკაუტში" ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ბავშვთა ჰოკეის ლიგის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "კრივბასი" და "მორსკიე ვოლკი" ხვდებოდნენ, მასობრივი ჩხუბით დამთავრდა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი "დამრტყმელი" მასპინძელთა მწვრთნელი იყო.

ახალგაზრდა ჰოკეისტები რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და ყველაფრის მუშტებით გადაწყვეტა ინებეს, რაც სპორტის ამ სახეობაში ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, ამ ჩხუბში "კრივბასის" მთავარი მწვრთნელი სერგეი ბრაგა ჩაერია და მეტოქე გუნდის 11 წლის მოთამაშეებს დაერია.

სხვადასხვა საინფორმაცია საშუალების მიხედვით, რამდენიმე ჰოკეისტმა მიიღო ტრავმა, ყველაზე მძიმედ კი "მორსკიე ვოლკის" მეკარე დაზიანდა, რომელიც მწვრთნელმა 1 დარტყმით "ნოკაუტში" ჩააგდო. მოზარდი თანაგუნდელებთან ერთად
სამკურნალო კურსს ოდესის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

დაშავებული ბავშვების მშობლებმა უკვე მიმართეს უკრაინის ახალგაზრდულ ჰოკეის ლიგას და აღნიშნულ შემთხვევაზე საქმის აღძვრა მოითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული