ამერიკული და არა მხოლოდ ამერიკული, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბ "კაროლინას" 42 წლის მოყვარული მეკარე დევიდ ეირსი მოექცა.

"ტორონტოსთან" მიმდინარე შეხვედრაში "კაროლინას" 2 მეკარე დაემტვრა და გუნდი იძულებული გახდა გადაუდებელი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული წესი გამოეყენებინა და კარში 42 წლის მოყვარული ჰოკეისტი, ყინულმწმენდის მძღოლი დევიდ ეირსი ჩაეყენებინა.

ეირსსი აღნიშნულ ყინულზე აქამდე ბევრჯერ ყოფილა, თუმცა არასდროს მოთამაშის სტატუსით. ის, ძირითადად, მატჩების წინ და შემდეგ ყინულს წმენდდა, აწესრიგებდა. 42 წლის ასაკში კი, პირველი შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოს ჰოკეის საუკეთესო ლიგაში.

ეირსმა თითქმის ორი პერიოდი გაატარა და ამ დროში მისი კარისკენ წასული 10 შაიბიდან 8 მოიგერია, მხოლოდ 2 გაუშვა და საკუთარ გუნდს მოაგებინა: 6:3.

შეხვედრის შემდეგ მოყვარული მეკარე ემოციებს ვერ იკავებდა:

"ეს საოცარი იყო. ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ცხოვრების მომენტი იყო. ამ ყინულზე ბევრჯერ მითამაშია, თუმცა ეს გულშემატკივრების გარეშე ხდებოდა. გულშემატკივრებთან ერთად კი თამაში სულ სხვაა, ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მიხარია, რომ მე შემემთხვა.

ჯერ შეტყობინება მივიღე, გასახდელში მეძახდნენ. იქ კი ვიღაც შემოვიდა და მითხრა: "უნდა ჩაიცვა, სათამაშოდ გადიხარ!" თავიდან შოკში ჩავარდი, თუმცა ეს შოკი უდიდესი სიხარულისაგან მივიღე.

ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ. ერიკ ჰაულა("კაროლინას" მოთამაშე) ჩემთან მოვიდა და მითხრა: "უბრალოდ ისიამოვნე. 10 გოლიც რომ გაუშვა, ეს ჩვენ არ გვადარდებს." ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გავთავისუფლდი და ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა,"- განაცხადა ეირსმა.

მომზადებულია nhl.com-ის მიხედვით

სოსო
მეც მიხარია მის ნაცვლად და ის რა დღეში იქნებოდა,წარმომიდგენია.მომდევნო ღამეს რომ ვერ დაიძინებდა,დარწმუნებული ვარ.
კახა ქ.
მთელი ამერიკის გაზეთები აჭრელებულია სტატიები და ამ ტიპის სურათებით.ჰოკეი ხომ ძაან პოპულარულია აშშ-ში და ასეთი რამ პირველად მოხვდა ისტორიაში.ტიკმა მესამე პერიოდში ისეთი დარტყმები მოიგერია რომ....მართლა მაგარი იყო რა.
სამუ
რა გახარებულია :)) ასეთი ამბების წაკითხვა მეც მახარებს
G.LA
ძალიან მაგარია, წარმოუდგენელი ემოციები. ესეთი რამ მხოლოდ ამერიკაში შეიძლება მოხდეს.
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
15:1. ესეც მეხუთე გამარჯვება - საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები A ჯგუფში აღზევდა
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება