საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ისრაელსაც სძლია

AutoSharing Option
მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფში, მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 7:3 დაამარცხა.

ჰეთ-თრიკი ივან კარელინმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შაიბა აგრეთვე ოლივერ ობოლგოგიანმა, ბორის კოჩკინმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ხორვატიასთან ერთად ლიდერია. ჯგუფის გამარჯვებული I დივიზიონის B ჯგუფში გადავა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თენგიზ პაჭკორია

ბატონო თენგიზ ეგ ხოკეის ნაკრებები საქართველო, სომხეთის და ყირგიზეთის მაშინ ხომ არ ჩამოყალიბდა ის იდოტი ხრუშჩოვი რომ ამბობდა საქარტველოში ვაზი გავკაფოთ და სიმინდი მოვიყვანოთო? მაშინაც საკმაოდ იყვნენ უგუნურები და ახლაც მრავლად არიან ვისაც გონიათ საქართველო ხოკეიში რომ რაღაცას მიაღწევს ოდისმე. მე ფეხბურთის მიღწევებს და გვარებს არ დაგიწრთ თქვენ ალაბთ ჩემზე არა ნაკლებ იცით. ახლა თქვენ დამიწერეთ იმ მართლაც დიდი სახელებით და არც თუ ისე პატარა მიღწევებით პატარა საქართველოსთვის ახლა დღეს სად ვართ და რას მივაღწიეთ ფეხბურთში? მერე ხოკეიზე მითხარით რის მიღწევას აპიოარებთ ბიუჯეტის გაფლანგვის გარდა? ნაციონალური ნაკრების მნიშვნელობა მგონი კარგად გესმით, სპორტი ნაციონალური უნდა იყოს და ყველას აინტერესებდეს, თანაც თამაშობდნენ ბავშვობიდან. ვიღაცის ბიძაშვილის შვილების იმედად კი არ უნდა იყოს ნაციონალური ნაკრები, ქართულ ჯიგრულ პონტში.
G.LA
18 აპრილი 2023 22:37
5
მოკლე ინფორმაცისაქართველოში ყინულის ჰოკეის ისტორია 1950-იანი წლების მიწურულს იღებს სათავეს, 1961 წლის იანვარში ბაკურიანში გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპონატი, ჩემპიონი „ახალქალაქი“ გახდა-ფინალში „ბათუმი“ დაამარცხა. 1962 წლის თებერვალში ჩატარდა მეორე ჩემპიონატი, ჩემპიონობა თბილისის პირველმა გუნდმა მოიპოვა-ფინალში "ახალქალაქი" დაამარცხა. ჩემპიონატის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ნაკრები, რომელმაც 1962 წლის მარტში სვერდლოვსკში (ეკატერინბურგი) სსრკ სპარტაკიადაზე დაამარცხა სომხეთი 11:2 და ყირგიზეთი 1:0, დანარჩენი მატჩები წააგო, 12 მონაწილე ნაკრებებს შორის საქართველომ მე-10 ადგილი დაიკავა.
საქართველოში ყინულის ჰოკეის მიმართ ინტერესი გაიზარდა 1970-1980-იან წლებში, მოზარდთა გუნდი “პირველი მერცხალი” მოსწავლეთა საკავშირო შეჯიბრებაზე “ოქროს შაიბაშიც” თამაშობდა. ამ გუნდში აღზრდილი მეკარე კოტე ბახუტაშვილი 1988-89 წლებში იყო იმ დროის ევროპის საუკეთესო გუნდის მოსკოვის ცსკა-ს და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების მეკარე, შემდეგ - ყაზანის “იტილში” გამოდიოდა... 1990-იან წლებში არსებული სირთულეების გამო ვერ ხერხდებოდა ჰოკეის განვითარება,თუმცა ენთუზიასტები იმ დროსაც იყვნენ. 2004 წ დაარსდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია, რომელიც 2009 წლიდან არის ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) წევრი. 2012 წ.საქართველო პირველად შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამაში, ჩვენმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო IIHF-ის 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირში. ჩვენი ნაკრები რეგულარულად მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებში( მესამე დივიზიონი), 2018 წელს საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებული გახდა და 2019 წელს პირველად იასპარეზა მეორე დივიზიონის ბ ჯგუფში-დაიკავა მეოთხე ადგილი. 2020 და 2021 წლებში პანდემიის გამო მსოფლიო ჩემოინატები არ გამართულა. 2022 წლის 18-24 აპრილს რეიკივიკში ჩატარდა მეორე დივიზიონის ბ ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველომ დაამარცხა ბელგიის, ბულგარეთის და მექსიკის ნაკრებები, დაიკავა მეორე ადგილი ისლანდიის შემდეგ. 2023 წლის 16-22 აპრილს მადრიდში ტარდება მეორე დივიზიონის ა ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის, ისრაელის, ავსტრალიის, ისლანდიის, ხორვატიის და საქართველოს ნაკრებების მონაწილეობით!
თენგიზ პაჭკორია
18 აპრილი 2023 20:53
0
საქართველოს ნაკრების ჰოკეისტები არიან 32 წლის ვიტალი დუმბაძე(წარმოშობით სოხუმელია) და 27 წლის ბორის კოჩკინი(დედამისი ბათუმელია, მარგარიტა ბურდული). ჩვენი ნაკრების ერთერთი მთავარი ბომბარდირია ნიკა ბუკია (წარმოშობით სენაკელია),ნაკრებში აგრეთვე თამაშობენ ქართული წარმოშობის ოლივერ ობოლგოგიანი და ანდრეი რომანოვი(მამამისი ალექსანდრე ქუთაისელია, დაამთავრა მე-13 სკოლა, იყო საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი ცურვაში, 1990 -იანი წლებიდან ცხოვრობს რუსეთში). ნაკრების მთავარი მწვრთნელია წარმატებული ჰოკეისტი რევაზ ცომაია( წარმოშობით აბაშიდან არის ), ნაკრებში თამაშობენ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი გიო ჯეირანაშვილი და მიშო დავითაშვილი, დეტალები https://www.apsny.ge/2023/soc/1681749361.php
თენგიზ პაჭკორია
18 აპრილი 2023 20:47
0
მე ძალიან გამიხარდა რომ საქართველომ ჰოკეის თამაში დაიწყო საერთაშორისო ტურნირებზე. ჩემთვის პირად მეორე სპორტია. ვინც ნხლ-ს უყურებს დამეთანხმება რომ უმაგრესი სპორტია. აქ ბევრი გააღიზიანა, იმან რომ უმეტესად ჩვენს გუნდში რუსები თამაშიბენ. მინდა გავახსენო ასეთ ხალხს არც თუ შორეულ წარსულში თბილისის დინამოს კალათბურთელთა ხუთეული. ბ-ნი ნუგზარ ჯუღელი: დღეს დინამოს ქართველთა ხუთეული ასე გამოიყურება : ბოროდაჩევი მილოვიდოვი კაპუსტინი დერიუგინი და გელა დარსაძე. )) ვინც საქართველოსთვის კარგს გააკეთებს ყველა დასაფასებელი, ნებისმიერ სფეროში
დავით 67
18 აპრილი 2023 16:00
3
ამ კომენტარს ვწერ იმ ურა-პატრიოტების გასაგონად ვისაც კაპიკის ფასი არ გაუკეთებიათ თავისი ქვეყნისთვის,თბილად ზიან კომპიუტერთან და აწკაპუნებენ კლავიატურაზე. ამ ნაკრებში თამაშობს ჩემი ბიძაშვილის შვილი, რომელიც არის ფინეთის მოქალაქე, რადგან დედა ჰყავს ფინელი, ბიჭმა მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა( ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, ვინც დატოვა საქართველოს მოქალაქეობა) და ყოველ დაძახებაზე ტოვებს ოჯახს და სამსახურს და თავისი ხარჯებით ჩამოდის საქართველოში, შეკრება იქნება ეს თუ თამაში და უფრო მაგრად უძგერს გული საქართველოსთვის ვიდრე ბევრ თქვენგანს ვინც აქ სისულელებს წერთ და თავი პატრიოტები გგონიათ. წარმატებები ბიჭებს და კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ ოჯახი და საქართველო
მამუკა
18 აპრილი 2023 12:20
4
Mr.Kostaia-ს
როგორ ენაცვალე ქართულ ჯიგრულ პონტში? ხოკეისტი იქნები ალბათ ასე იმიტომ აფანატებ ხოკეიზე.
G.LA
18 აპრილი 2023 20:44
3
გენაცვალე ჯიგარო,100%-ით მართალი ხარ.
Mr.Kostaia
18 აპრილი 2023 14:23
4
რა შუაშია ჩასაფრებულები და ან ჩვენი დროშის მაღლა ფრიალი არ მოსურნე ადამიანი? ვისმეს არ გაუხარდება ჩვენი დროშის ფრიალი? აქ სხვა რამა არის, გინახავთ ვინმეს ბავშვი ან მოზარდი თუნდაც ზრდასრული ადამიანი სადმე როდისმე საქართველოში ხოკეი ეთამაშოს? ხოკეი რომ ჩვენი სპორტი არ არის ამას მტკიცება უნდა? მახსოვს პლიაჟის ფრენბურთში სადაც ორი გოგონა უცხოელი გამოდიდნენ ასე თუ ისე წარმატებით. ვინმემ იცით სად გაქრნენ და რატომ აღარ გვყავს ის 2 ადამიანით წოდებული ნაკრენი? აგერ კალათბურთში ამდენი ხანია 1 ნატურალიზებული ამერიკელი ძლივს გვყავს და ისიც არაა ისეთი სტაბილური მაღალი კლასისი რომ წარმატებებს მის დახმარებით ვაღწევდეთ. იქნებ მეორეც მოგვეყვანა ვინმე აგერ მსოფლიოზე გავედით. თანხები არ ყოფნით კალათბურთში და მრავალ სხვა სპორტში, ხოკეიში კი თვალებს გვიხვევენ ვიღაცეები. 2 კაცი თუ იგივე პლაჟის ფრენბურთში ვერ ნახეს და ფული ვერ მონახეს რომელის ოლიმპიორ სახეობათ იქცა, რა ხოკეი მოგინდათ? 2 ადამიანის შენახვა უფრო ადვილი არ არის? ხოკეიში მგონი მინიმუმ 20 კაციამდეა ნაკრებში. იქნებ ჩემპიონატი გვაქს ხოკეიში და მე არ ვიცი? არარეალურ რაღაცეებზე ტყუილად არ უნდა დაიხარჯოს ფული ამაშია საქმე და არა ის რომ ვინმე ჩასაფრებულია. ხოკეი და საქართველო ისეა როგორც აქლემი და პოდუსკები. სისულელეა ეს ყველაფერი და ფულის განიავება.
G.LA
18 აპრილი 2023 11:58
6
წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს.
ისე, ასეთი ტიპის ნაკრების შენახვის თავი თუ გვაქვს, მაშ ღარიბაშვილი არ ტყუის,როცა მჩქეფარე ეკონომიკაზე და გამდიდრებულ მოსახლეობაზე უბერავს. თუ მთავარი მიზეზი რომ აქ ჩამოსულ ( დეზერტირ) რუსებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ?
იქნება და წინაპირობაა რომ ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების დროს გვყავდეს
მრავალ სახეობაში წარმომადგენლები ( თუმცა ოლიმპიადის ჩატარების საკითხი ნაკლებად შესაძლოა).
სანდრო
18 აპრილი 2023 10:14
3
ყოჩაღ ბიჭებო ასე თუ გააგრძელებთ მალე კანადასაც მოუგებთ )))
zura222
18 აპრილი 2023 07:11
5
ანგარიში არ ასახავს იმას,თითქოს ადვილი თამაში ყოფილიყოს. საერთოდ თუ უყურე ავტორო თამაშს.არ შეიძლება ასე ზედაპირულად ორი სიტყვით ,ერთი ხელის მოსმით დაწერო ანგარიში და მორჩ. რომ პირველი პერიოდი წავაგეთ და თუ არა გაძევება ორი მოთამაშის, შაიბას ვერ ვიტანდით,იმათი მეკარე ყველაფერს იგერიებდა, ჩვენსას კი რაც დაურტყეს,ლამის ყველა გაუტანეს. მოკლედ ჯიგარო ავტორო, თუ რამეზე გინდა დაწერო, მინიმუმ უნდა უყურო მაინც...
ახლა იმათთვის, ვინც ამბობთ რუსეთის ნაკრებია თუ რა არისო...ბიჭები დარბაზის გარეშე ამდენს აღწევენ და კიდევ უმადურები ხართ. დიდი ქართველები ხომ გიზით პარლამენტში და მთავრობაში, ნაც-ქოც-ევროპულ-მამაძაღლური და სხვა წარმომვლობის ქვეყნის მტრები ,ჰოდა გყავდეთ ისიამოვნეთ, ამ და ასეთნაირებს კიდევ მოეფერეთ რომ ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდეს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე.მე ჩემი ვთქვი და აწი რაც გინდა დაწერეთ.
Mr.kostaia
17 აპრილი 2023 23:29
5
ვერ ვიტან ეგეთ ძალად "პატრიოტებს" საქართველოსთვის კაპიკის საქმე რომ არ გაუკეთებიათ და ჩასაფრებულები შხამს და ბოღმას ანთხევენ @@
zura222
18 აპრილი 2023 07:16
4
იხარე
დავითი
18 აპრილი 2023 03:06
0
საქართველოს ნაკრებია ეს თუ რუსეთის? დანებეთ ამ სპორტს თავი, რაც ვიცით მაგას მივხედოთ
გოგა
17 აპრილი 2023 22:39
38
ერთი პუტინი და ლუკაშენკოც რომ დაუმატონ, ორბანი თვითონ დაემატება მერე და, მოიგებენ მსოფლიოს და ოლიმპიადას!
გიორგი
17 აპრილი 2023 23:22
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული