მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფში, მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 7:3 დაამარცხა.
ჰეთ-თრიკი ივან კარელინმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შაიბა აგრეთვე ოლივერ ობოლგოგიანმა, ბორის კოჩკინმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ხორვატიასთან ერთად ლიდერია. ჯგუფის გამარჯვებული I დივიზიონის B ჯგუფში გადავა.
ბატონო თენგიზ ეგ ხოკეის ნაკრებები საქართველო, სომხეთის და ყირგიზეთის მაშინ ხომ არ ჩამოყალიბდა ის იდოტი ხრუშჩოვი რომ ამბობდა საქარტველოში ვაზი გავკაფოთ და სიმინდი მოვიყვანოთო? მაშინაც საკმაოდ იყვნენ უგუნურები და ახლაც მრავლად არიან ვისაც გონიათ საქართველო ხოკეიში რომ რაღაცას მიაღწევს ოდისმე. მე ფეხბურთის მიღწევებს და გვარებს არ დაგიწრთ თქვენ ალაბთ ჩემზე არა ნაკლებ იცით. ახლა თქვენ დამიწერეთ იმ მართლაც დიდი სახელებით და არც თუ ისე პატარა მიღწევებით პატარა საქართველოსთვის ახლა დღეს სად ვართ და რას მივაღწიეთ ფეხბურთში? მერე ხოკეიზე მითხარით რის მიღწევას აპიოარებთ ბიუჯეტის გაფლანგვის გარდა? ნაციონალური ნაკრების მნიშვნელობა მგონი კარგად გესმით, სპორტი ნაციონალური უნდა იყოს და ყველას აინტერესებდეს, თანაც თამაშობდნენ ბავშვობიდან. ვიღაცის ბიძაშვილის შვილების იმედად კი არ უნდა იყოს ნაციონალური ნაკრები, ქართულ ჯიგრულ პონტში.
საქართველოში ყინულის ჰოკეის მიმართ ინტერესი გაიზარდა 1970-1980-იან წლებში, მოზარდთა გუნდი “პირველი მერცხალი” მოსწავლეთა საკავშირო შეჯიბრებაზე “ოქროს შაიბაშიც” თამაშობდა. ამ გუნდში აღზრდილი მეკარე კოტე ბახუტაშვილი 1988-89 წლებში იყო იმ დროის ევროპის საუკეთესო გუნდის მოსკოვის ცსკა-ს და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების მეკარე, შემდეგ - ყაზანის “იტილში” გამოდიოდა... 1990-იან წლებში არსებული სირთულეების გამო ვერ ხერხდებოდა ჰოკეის განვითარება,თუმცა ენთუზიასტები იმ დროსაც იყვნენ. 2004 წ დაარსდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია, რომელიც 2009 წლიდან არის ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) წევრი. 2012 წ.საქართველო პირველად შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამაში, ჩვენმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო IIHF-ის 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირში. ჩვენი ნაკრები რეგულარულად მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებში( მესამე დივიზიონი), 2018 წელს საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებული გახდა და 2019 წელს პირველად იასპარეზა მეორე დივიზიონის ბ ჯგუფში-დაიკავა მეოთხე ადგილი. 2020 და 2021 წლებში პანდემიის გამო მსოფლიო ჩემოინატები არ გამართულა. 2022 წლის 18-24 აპრილს რეიკივიკში ჩატარდა მეორე დივიზიონის ბ ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველომ დაამარცხა ბელგიის, ბულგარეთის და მექსიკის ნაკრებები, დაიკავა მეორე ადგილი ისლანდიის შემდეგ. 2023 წლის 16-22 აპრილს მადრიდში ტარდება მეორე დივიზიონის ა ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის, ისრაელის, ავსტრალიის, ისლანდიის, ხორვატიის და საქართველოს ნაკრებების მონაწილეობით!
როგორ ენაცვალე ქართულ ჯიგრულ პონტში? ხოკეისტი იქნები ალბათ ასე იმიტომ აფანატებ ხოკეიზე.
ისე, ასეთი ტიპის ნაკრების შენახვის თავი თუ გვაქვს, მაშ ღარიბაშვილი არ ტყუის,როცა მჩქეფარე ეკონომიკაზე და გამდიდრებულ მოსახლეობაზე უბერავს. თუ მთავარი მიზეზი რომ აქ ჩამოსულ ( დეზერტირ) რუსებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ?
იქნება და წინაპირობაა რომ ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების დროს გვყავდეს
მრავალ სახეობაში წარმომადგენლები ( თუმცა ოლიმპიადის ჩატარების საკითხი ნაკლებად შესაძლოა).
ახლა იმათთვის, ვინც ამბობთ რუსეთის ნაკრებია თუ რა არისო...ბიჭები დარბაზის გარეშე ამდენს აღწევენ და კიდევ უმადურები ხართ. დიდი ქართველები ხომ გიზით პარლამენტში და მთავრობაში, ნაც-ქოც-ევროპულ-მამაძაღლური და სხვა წარმომვლობის ქვეყნის მტრები ,ჰოდა გყავდეთ ისიამოვნეთ, ამ და ასეთნაირებს კიდევ მოეფერეთ რომ ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდეს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე.მე ჩემი ვთქვი და აწი რაც გინდა დაწერეთ.