საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

"2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელია იტალია, ქალაქი მილანი, ხოლო თავად წინასაკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური მატჩები, რომლებშიც მონაწილეობს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები, ჩატარდება ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში 2023 წლის 15 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.

ჩვენი ჯგუფიდან გადის მხოლოდ ერთი გუნდი (პირველი ადგილი). თანაბარი ქულების შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი კლასიფიკაცია: 1 - ქულები, 2 - ურთიერთშეხვედრის ქულები, 3 - ურთიერთშეხვედრებში
გოლებში სხვაობა, 4 - ურთიერთშეხვედრებში მეტი გოლი და ა.შ. ჩვენი ჯგუფიდან გასული პირველადგილოსანი, სავარაუდოდ, ფარული კენჭისყრის შედეგად მოხვდება G,H ან J ჯგუფში.

კიდევ ერთი სიახლე: ნაკრებს უბრუნდებიან ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი და ალექსანდრე ვასილჩენკო", - იტყობინება საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია "ფეისბუქის" გვერდით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ალბათ ვეთამაშებით ალჟირის უგანდის და ირანის ნაკრებებს,შე მამაცხონებულო ავტორო რა აზრი აქვს სტატიას ერთი სიტყვით რომ შემოაგდებ და მერე თთქოს მოგაბჯინესო არაფერს ამბობ ბოლომდე ან გაზეთის რედაქტორს ქრთამს აძლევ სტატია რომ დაგიბეჭდოს?
ჟანმარე
30 ნოემბერი 2023 22:07
1
რუსი კრემლებოტების დიდი ინტერესი გამოიწვია ამ სტატიამ. დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს ჯგუფებისა და გუნდების შესახებ.
ქ. გ.
23 ნოემბერი 2023 09:33
11
ვინები არიან ჩვენს ჯგუფში და რამდენ და რამდენ გუნდიანი ჯგუფია გასაგებად დაწერეთ
zura222
23 ნოემბერი 2023 01:05
2
ჰოკეისტ რუსებს მაინც მივცეთ მოქალაქეობა, აგენტ რუსებს, რომ ვაძლევთ.დდდდ
ილია
23 ნოემბერი 2023 01:00
2
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების წარმატება ქართული საზოგადოების ჰოკეის მიმართ დიდი ინტერესის შედეგია. ყველა ეზოში დიდი თუ პატარა ჰოკეის თამაშობს. Шайбу-Шайбу, товарищ Иванишвилов!
ქ. გ.
23 ნოემბერი 2023 00:49
13
რეებს ბოდიალობ @ ტაილანდს ვიეტნამს და ისეთ ქვეყნებსაც კი ყავთ ჰოკეის ნაკრებები თოვლი თვალით რომ არ უნახავთ და ჩვენ რატომ არ უნდა გვყაავდეს ?
zura222
23 ნოემბერი 2023 01:15
6

სიახლეები პოპულარული