ევროპული თამაშების დასკვნით დღეს, 49 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სახილ ალახვერდოვმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ყველაზე მსუბუქი წონითი კატეგორიის ფინალში ალახვერდოვი სომეხ არტურ ჰოვჰანისიანთან 1:4 დამარცხდა.
ჯამში, საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა, მანამდე ბრინჯაოს ოთარ ერანოსიანი (60კგ) დაეუფლა.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ჯამში 29 მედალს მოუყარა თავი, მედლების მოპოვების შანსი ევროპული თამაშების ბოლო დღეს კიდევ 4 ქათველ სპორტსმენს აქვს.