რუსეთის ნაკრები თბილისში მიმდინარე 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის
ხელბურთში რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ჩიგარიოვმა, შესაძლოა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღოს. რუსეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სერგეი შიშკარიოვის განცხადებით, ჩიგარიოვს უკვე დაატოვებინეს პოსტი.

"მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას აღმასკომის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ეს უკვე მომხდარი ფაქტია. მოედანზე ვერ ვხედავ მისი მუშაობის შედეგს. ის შეურაცხყოფას აყენებს ბიჭებს, სცემს მათ - ამის შესახებ ყველამ იცის.

ამასთან, მან თავისი საქციელით ბიჭებს მოგება წაართვა ტუნისთან მატჩში. იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს, ის თავისი ხელებით ბოლოს უღებს გუნდის წევრებს. ეს ამორალურია, დაუშვებელი საქციელია.

ჩემი პოზიციაა: კოლეგებს შევთავაზებ, ჩამოართვან მას ყველა საპატიო წოდება, რომელიც გააჩნია, მისცენ სამუდამო დისკვალიფიკაცია და აუკრძალონ ბავშვებთან ყველანაირი კავშირი", - თქვა შიშკარიოვმა.

რუსეთის ნაკრები თბილისში მიმდინარე 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის. მან D ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა. რაც შეეხება ტუნისთან მატჩს, შაბათს რუსებმა 30:31 წააგეს აფრიკულ გუნდთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოლა
ნიკოლაი კარპოლზეა ლაპარაკი? როგორ ექცეოდა? მკაცრად, კორექტულად. აბა სხვანაირად როგორ. ერთმანეთს ნუ ადარებთ
ჯორჯ-ს
თავისებური კაცი იყო, მარა რამდენიმე მსოფლიო და ოლიმპიადა ჰქონდა მოგებული...
jorj-ს
ის საერთოდ მანიაკი ბესპრიდელშიკი იყო.
jorj
მახსოვს ფრენბურთელთა ქალთა ნაკრები რუსეთის მათი მწვრთნელი როგორ ექცეოდა სპორცმენებს.
)))))-ს
რაზე ააგდე? მეორე მინუსი მიუწერა.
მსქროლავო პუტინის პარანოიავ
სტატიას შენს გარდა მინუსს არავინ დაუწერდა აქ, თან გაიშიფრე პუტინის ჭკვიანო, აჩვენე რომ მარტო ერთი მრავალსახა პუტინის იანუსი ტროლი უამრავი ცრუ ნიკებით.

ესფაქტი არც პირველი არ არის რუსულ სპორტში და არც უკანასკნელი, ცემა და გინება მწვრთნელების მიერ რუსეთში ლამის ყველა სახეობაში მოსულია. https://www.youtube.com/watch?v=dihSXx9ssi8
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა