11 იანვარს საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მალტაში მასპინძელთა დამარცხებით ანგარიშით 48:21 დაიწყო.

ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო - თევზაძე, აბრამიშვილი, ორჯონიკიძე, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი.

ამ შვიდეულმა 15 წუთი ითამაშა და ეს მონაკვეთი 17-3 მოიგო. თითქოს უცნაურია, მაგრამ ამ შემტევი ექვსეულიდან გოლი მხოლოდ გუნდის ლიდერს, ჩიქოვანს არ ჰქონდა გატანილი - ირაკლის კარში არც დაურტყამს, ის ძირითადად პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს. რამდენიმე პოზიციური შეტევისა შემდეგ ჩვენი გუნდი ძირითადად სწრაფ შეტევებში აღწევდა მიზანს, რადგანაც მალტა შეტევაში ძალიან ბევრ ბურთს კარგავდა.

მე-15 წუთზე მოედანზე გამოვიდა დებიუტანტი ირაკლი გოგოლაძე, რომელმაც უმალ გახსნა საკუთარი გოლების ანგარიში ნაკრებში. შემდეგ, შესვენებამდე მოედანზე ამ მიმდევრობით გამოვიდნენ კბილაშვილი, მაისურაძე, იმნაძე, წითელიშვილი და დიხამინჯია. ტაიმი 29-9 მოვიგეთ, ყველაზე მეტი, 7 გოლი კი გიორგი ცხოვრებაძის ანგარიშზე იყო.

მეორე ტაიმი სხვა შვიდეულმა დაიწყო: ტორონჯაძე, იმნაძე, წითელიშვილი, კბილაშვილი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მაისურაძე. თავიდან სხვაობა გაიზარდა. კბილაშვილის დარტყმის შემდეგ ანგარიში 33-10 გახდა, მაგრამ მალტა 5-1 დაცვაზე გადავიდა, ჩვენებს ერთი პირობა თამაში აერიათ და მოხდა თითქმის წარმოუდგენელი რამ - მასპინძლებმა ზედიზედ გაიტანეს 5 გოლი - 33-15, მე-40 წუთზე.

ჯორჯე რაშიჩმა, ცხადია, წუთშესვენება აიღო. თამაშში ნელ-ნელა დაბრუნდნენ ორჯონიკიძე, ჭანტურია, აბრამიშვილი, ჩიქოვანი. რა თქმა უნდა, სხვაობამ ისევ იწყო ზრდა. კბილაშვილმა ოცბურთიანი სხვაობა მალე აღდგინა (37-17), სადებიუტო გოლები გაიტანა 17 წლის ჯემალ იმნაძემ, მოედანზე გამოვიდა ნაკრების უხუცესი სერგო დათუკაშვილიც, რომელიც ერთი-ორჯერ შეტევაშიც გაუძღვა გუნდს და მხოლოდ რატი მსხვილიძეს არ უთამაშია.

ცხადია, იყო მცირედი ხარვეზებიც. ხუთწუთიანი ჩავარდნაზე უკვე ვთქვით; ჩვენს არცერთ ხაზის მოთამაშეს თავის პოზიციაზე ბურთი კარში დასარტყმელად არ მიუღია, თუმცა ამის საჭიროება დიდად არც ყოფილა უამრავი სწრაფი შეტევისა და იმის გამო, რომ ჩვენი უკანა ხაზი შედეგიანად უტევდა; მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე ზომაზე მეტი წუნი ჰქონდა გიორგი დიხამინჯიას.

53-ე წუთისთვის მოედანზე დამწყები ექვსეული იყო. სულ ბოლოს დიხამინჯიამ მარჯვენა კუთხეში დაიკავა ადგილი და აქ ბევრად უფრო ეფექტური იყო - ზედიზედ გაიტანა 2 გოლი. საბოლოოდ, მეორე ტაიმიც უპრობლემოდ მოვიგეთ - 19-12, ჯამში კი 48-21, რითაც დიდად გაიხარა კოტონერას დარბაზში მყოფმა მყოფმა რამდენიმე ქართველმა გულშემატკივარმა, მოგების აღსანიშნავად სურათიც გადაიღო და ჩვენც გაგვიზიარა.

საბოლოოდ, თამაშმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრები მართლაც არის ტურნირის მთავარი ფავორიტი. მეორე მატჩში აზერბაიჯანი კარგახანს უძალიანდებოდა კვიპროსს, ერთხანს ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ტაიმი 10:13 წააგო და მეორეში გატყდა - 17:25.

დღეს, 19 საათზე აზერბაიჯანის გუნდს ვეთამაშებით. მატჩის პირდაპირი სტრიმის ბმული დაწყებამდე 5 წუთით ადრე აქ დაიდება

მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

B ჯგუფი, მალტაში: საქართველო 2, კვიპროსი 2, აზერბაიჯანი 0, მალტა 0

კოსპიკვა. კოტონერას სპორტკომპლექსი. 11 იანვარი

კვიპროსი-აზერბაიჯანი 25:17

კვი: ნუნგოვიჩი, ა. სტილიანუ - არგირუ 7, ნიკიფორუ 4, პარასკევა 4, ხრისტოდულუ 3, ხრისანტუ 2, კოსტა 2, ფოტიუ 1, პრუნძოსი 1, გ. სტილიანუ 1, კოსტანტინუ, გეორგიუ, იოანუ, კიპრიანუ, სოფოკლეუსი - მწვ. აპოტოლოსი

აზე: გაფაროვი, სკრებცოვი - ასქეროვი 3, ნაზარალიევი 3, ე. აიდამიროვი 2, ჰ. აიდამიროვი 2, ისმაილოვი 2, ი. სლემანოვი 2, მამადოვი 1, სალიმოვი 1, რ. სლემანოვი 1, აზიზოვი, სერგუნინი, ვალიევი - მწვ. ფარაჯოვი

მსაჯები: დანიელო ბოჟინოვსკი, ვიქტორ ნაჩევსკი (მაკედონია)

საქართველო-მალტა 48:21

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე - ცხოვრებაძე 11, კბილაშვილი 7, ჭანტურია 7, აბრამიშვილი 6, ორჯონიკიძე 4, დიხამინჯია 4, გოგოლაძე 3, წითელიშვილი 2, იმნაძე 2, არსენაშვილი 2, ჩიქოვანი, მაისურაძე, დათუკაშვილი, მსხვილიძე - მწვ. რაშიჩი

მალ: დ. ტანტი, კ. მიფსუდი - დი პილატო 5, ბორგი 4, ფენეჩი 2, მაკქლინი 2, ფ. მიფსუდი 2, გარგანო 2, რიცო 2, ნაუდი 1, მელი 1, ბალდაკინო, მაგრო, ბენ მუსა, ა. ტანტი, კარუანა - მწვ. ატარდი

მსაჯები: იან კარმოს, ჟულიენ მიურშ (საფრანგეთი)

დელეგატები: სტეფან პარტემიან (საბერძნეთი), ლარს ბერნდტსონ (შვედეთი)

12 იანვარი. 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

13 იანვარი. 17:00 კვიპროსი - საქართველო, 19:30 აზერბაიჯანი - მალტა,

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი 2, ბულგარეთი 2, ბრიტანეთი 0, ირლანდია 0

11 იანვარი

ბრიტანეთი-ბულგარეთი 20:24

ლუქსემბურგი-ირლანდია 35:18

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
რეკორდი - "რეალმა" თავდამსხმელი "სტრასბურგს" მიჰყიდა
"კალიარის" ფეხბურთელი კინაღამ აუზში დაიხრჩო
პსჟ-ში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბატრაკოვი "გალათასარაიში" გადაბარგდება
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
"გამორიცხული არაფერია, მაგრამ..." - "ვილიარეალის" დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება