ხელბურთი. გოგონათა ჩემპიონატი: ლიდერის პირველი დამარცხება

AutoSharing Option
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე პირველი დამარცხება იგემა ლიდერმა, ფოთის "ოქროს ვერძმა", რომელსაც 12-11 მოუგო თბილისის "პეგასმა". სხვაობა ფოთსა და უახლოეს მდევარ აჭარას შორის ქულამდე შემცირდა.

ჩემპიონატის უახლოესი მატჩი სწორედ ფოთსა და აჭარას შორის გაიმართება 6 აპრილს, სენაკის სპორტის სასახლეში. ამ დღეს დასავლეთის გუნდები ერთმანეთში მესამე წრეს მოისტუმრებენ. ფოთს ურთიერთშეხვედრებში ორჯერ ჰყავს დამარცხებული აჭარა - 21-16 და 16-13.

დღესვე სპორტკომპლექს "არენაში" "ქარიშხალამ" 23-12 დაამარცხა "ბათუმი" და მესამე ადგილზეა, თუმცა ახლო მდევრებიც ჰყავს - "სამტრედია" და "ყვარელი". "პეგასი" ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ვეღარ ჩაერთვება,
მაგრამ ქულების ართმევა ყველასთვის შეუძლია, რაც დღევანდელმა თამაშმაც დაადასტურა.

ფოთს ამ მატჩამდე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა დაკარგული (ფრე სამტრედიასთან). მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელები 9-5 დაწინაურდნენ, რაც ძირითადად გოგონათა ნაკრების მეკარის, ჯიქურაშვილის და უკანახაზელ ჩხაიძის დამსახურება იყო.

ფოთელებმა ასევე ნაკრების მოთამაშის, ჯგერენაიას ლიდერობით, მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა და ბოლოსწინა წუთზე ბჟალავამ გაათანაბრა, 11-11. ჩხაიძემ "პეგასს" ლიდერობა დაუბრუნა და დარჩენილ დროში "პეგასმა" ეს უპირატესობა შეინარჩუნა, 12-11.

სენაკში 6 აპრილს დანიშნული 5 მატჩის შემდეგ ჩემპიონატს 4-8 მაისს, თბილისში დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდელთა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2
27 მარტი. ბათუმი - ქარიშხალა 12-23
მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

პეგასი - ფოთი 12-11
პეგ: ჯიქურაშვილი - ჩხაიძე 8, სვანიძე 2, საბაშვილი 1, კორძაია 1,
ჩოგოვაძე, ნეფარიძე, დადვანი, მაკარაშვილი, პაპუაშვილი
ფოთ: გრიგოლია, კარბაია, ვართანიანი - ჯგერენაია 5, გოგია 3, კუპრიევა 1,
კობახია 1, ბჟალავა 1, რურუა, დარჩია, ხურცილავა
მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

სატურნირო ცხრილი
ფოთი 18--16---1---1--328-223--33
აჭარა 18--16---0---2--392-256--32
ქარიშხალა 19--12---1---6--460-380--25
სამტრედია 18--10---2---6--313-269--22
ყვარელი 19--10---2---7--359-315--22
პეგასი 19---8---2---9--344-329--18
ბათუმი 18---3---1--14--214-316---7
წყალტუბო 18---2---1--15--216-373---5
მამული 19---1---0--18--291-456---2

მესამე წრე, დასავლეთი. 6 აპრილი, სენაკი
ფოთი - აჭარა, ბათუმი - წყალტუბო, აჭარა - სამტრედია,
ბათუმი - ფოთი, წყალტუბო - სამტრედია

მესამე წრის საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული