საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოგებით დაასრულა. ბოლო დღეს კოსოვო 29:28 დავამარცხეთ და ტურნირი მეშვიდე ადგილზე დავასრულეთ.

თამაში ქართველების უპირატესობით დაიწყო - 5:2, თუმცა, ტაიმის მეორე ნახევარში კოსოვომ სიტუაცია გამოასწორა (19-13), ხოლო 41 წუთის შემდეგ ექვსბურთიანი უპირატესობა ჰქონდა - 19-13. ჩვენმა დაცვამ ვერაფერი მოუხერხა ტანმაღალ უკანახაზელ ვერონიკა კასტრატის, რომელმაც კოსოვოს გოლების ნახევარი, 14 გაიტანა.

მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თამაში დაასტაბილურა. სხვაობა ოთხჯერ შემცირდა სამამდე, მაგრამ ამას კასტრატის გოლები მოჰყვა და დასრულებამდე 6 ქუთით ადრე კოსოვო 27:23 ლიდერობდა. აქ თამაშში გარდატეხა შეიტანა ჩვენმა მარჯვენა ინსაიდმა, ლანა გოგიამ. მან ჯერ გოლი გაიტანა და მეტოქე ორწუთიანში გაუშვა, შემდეგ სწრაფ გარღვევაზე გაიყვანა ანა ჩხაიძე, ბოლოს კი ორჯერ შეაგდო ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ - 27:27, რჩებოდა 2 წუთი.

მომდევნო შეტევაში ნენო ჯგერენაიამ მოიპოვა შვიდმეტრიანი, რომელიც გოლად აქცია ლიზა ჩხაიძემ, თუმცა, კოსოვოს ბოლო შეტევაში რინა რეჯეპიმ შვიდმეტრიანითვე გაათანაბრა - 28:28. დარჩენილი იყო 27 წამი, ტაიმაუტის შემდეგ უკვე ლიზა ჩხაიძემ მოატყუა მცველი და შვიდმეტრიანი დაიმსახურა. გამარჯვების გოლი ჯგერენაიამ შეაგდო - 29:28.

თამაშის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი გოგიამ მიიღო. ყოველი სათამაშო დღის შემდეგ ორგანიზატორები ადგენდენ სიმბოლურ ნაკრებებს. აქამდე, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შემდეგ, ეს პატივი ჩვენმა ხაზის მოთამაშემ მარიამ დვალიშვილმა დაიმსახურა, დღის ბოლოს კი შესაძლოა ამ სიაში გოგიაც მოხვდეს. საღამოს კლაიპედაში პირველობისთვის ჩეხეთი და შვეიცარია ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები თბილისში ორშაბათს ღამით დაბრუნდება, 25 ივლისამდე დაისვენებს და შემდეგ დაიწყბს მზადებას სეზონის მთავარი შეჯიბრების, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 3-11 აგვისტოს.

კლაიპედაში მოთამაშე 16 ხელბურთელიდან 13 სწორედ ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების წევრია. გოგონებმა 2 წლით უფროს მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მშვენიერი სათამაშო პრაქტიკაც მიიღეს. 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს ნაკრები მეტოქეები ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია და შვეიცარია იქნებიან.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019 ქალები 19 წ

შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 21 ივლისი

7-8 ადგილები. საქართველო - კოსოვო 29:28

საქ: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი - გოგია 7, ჯგერენაია 7, ა. ჩხაიძე 5, ე. ჩხაიძე 4, გაგნიძე 3, დვალიშვილი 2, ბურკაძე 1, კორძაია, საბაშვილი, ქ. ცინცაძე, იაშვილი, ქებაძე, ბჟალავა, კომახიძე

მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გიგა ტორონჯაძე

ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი,

მენეჯერი: ლანა მარგიანი

მომზადებულია geohandball.ge-ის მიხედვით

რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს