ერეკლე არსენაშვილი "ბრაგაში" საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი აგრძელებს წარმატებულ თამაშს პორტუგალიის ჩემპიონატში. მისმა კლუბმა "ბრაგამ" ზედიზედ მოიგო ორი თამაში და მეხუთე ადგილამდე აღზევდა.

მეათე ტურში "ბრაგამ" სტუმრად დაამარცხა ფინალური ექვსეულისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "აგუაშ სანტაში" - 29:24. არსენაშვილი ამ მატჩზე სანაკრებო მატჩების შემდეგ ჩავიდა და მწვრთნელებს დიდად არ დაუტვირთავთ, ბოლო ტურში კი კლუბმა შინ დაამარცხა კიდევ ერთი კონკურენტი "ბოა ჰორა" (26:20), ქართველმა ხაზის მოთამაშემ კი 3 გოლი გაიტანა. სულ 21 წლის ხელბურთელს ჩემპიონატის 11 ტურში 33 გოლი აქვს გატანილი. ჯამური მარგი ქმედების
კოეფიციენტით (40.20 ქულა) კლუბში საუკეთესოა, მთელ ლიგაში კი მეოცე შედეგი აქვს.

ჩემპიონატს უდანაკარგოდ, 11-11 მოგებით ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე, "სპორტინგი" და "პორტუ", რომელმაც ლიგის ბოლო ტურში სენსაციურად დაამარცხა გერმანიის "კილი". მესამე ადგილზეა "ბენფიკა", შემდეგ კი 23 ქულით მოდის 4 კლუბი: "მადეირა", "ბრაგა", "მაია ისმაი" და "ბოა ჰორა".

პირველი წრის დასრულებამდე 3 ტურია, ხოლო სანაკრებო პაუზამდე, 22 დეკემბრამდე, "ბრაგას" სულ 9 მატჩი აქვს სათამაშო. ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისა და ევროტურნირების საგზურებისთვის განაგრძობს.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. 11 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. სპორტინგი 33, 2. პორტუ 33, 3. ბენფიკა 29, 4. მადეირა 23, 5. ბრაგა 23, 6. მაია-ისმაი 23 -- 7. ბოა ჰორა 23, 8. აგუაშ სანტაში 21, 9. ბელენენსეში 20, 11. გაია 19, 12. ავანკა 18, 13. ჰორტა 15, 13. ბოავიშტა 15, 14. ვიტორია 13 (ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას).

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული