არსენაშვილის 7 გოლი "სპორტინგს"

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატის მესამე ტურში ერეკლე არსენაშვილი საუკეთესო იყო "ბრაგას" შემადგენლობაში - მან 7 გოლი გაუტანა ლისაბონის "სპორტინგს".

"ბრაგამ" ერთი ბურთით წააგო პირველი ნახევარი (13-14) და მეორეშიც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, მაგრამ სტუმრად 29-32 დამარცხდა.

არსენაშვილის კლუბს სამიდან ერთი მოგება აქვს, მაგრამ ორივე მატჩი ლიდერებთან, "პორტუსთან" და "სპორტინგთან" წააგო. მომდევნო მატჩი "ბრაგას" პორტუგალიის კიდევ ერთ გრანდთან, "ბენფიკასთან" აქვს 3 ოქტომბერს. არსენაშვილმა 3 ტურში 10 გოლი გაიტანა. ის მეორე სეზონია, "ბრაგაში" თამაშობს.

რაც შეეხება "სპორტინგს", დღეს მას ევროპის ლიგის
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი აქვს კიდევ ერთი ქართველის, ირაკლი ჩიქოვანის "კონსტანცასთან". პირველი მატჩი რუმინეთში ფრედ, 27-27 დასრულდა. დღესვე ამავე ტურნირზე ითამაშებს გიორგი ცხოვრებაძის "მონპელიე". სტუმრად 30-31 დამარცხების შემდეგ ფრანგული კლუბი რევანშის აღებას შეეცდება. გამარჯვებული ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული