ხვალ, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთს ეთამაშება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სახელბურთო შეხვედრა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში არ გამართულა.

ჩვენი ეროვნული გუნდი იმყოფება ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე: საქართველო-ფინეთის ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული მოიპოვებს ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას. საპასუხო მატჩი 19 იანვარსაა ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში.

ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები წლეულსვე გადავა უფრო მნიშვნელოვან ასპარეზზე: 2020 წლის ოქტომბრიდან თბილისში გვეწვევიან ევროპის უძლიერესი გუნდები. ეს იქნება თვისებრივად ახალი დონე ქართული ხელბურთისთვის, შეიძლება ითქვას, ელიტაში მოხვედრა. ამ მიზნის მისაღწევად ბოლო წლებში დიდი შრომა გაიწია და ჩვენი ეროვნული გუნდიც მზადაა ამოცანის შესასრულებლად.

მთავარ შესარჩევ რაუნდში 32 ადგილია - არ ითამაშებენ მხოლოდ ფინალური ტურნირის მასპინძლები, უნგრეთი და სლოვაკეთი; ასევე, ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ფინალისტი. დანარჩენი 32 გუნდი განაწილდება 8 ჯგუფად და ორ წრედ ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი - ანუ 32-დან 20 ნაკრები. შესაბამისად, ევრო 2022-ზე მოხვედრა სულაც არაა არარეალური მიზანი, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესს.

სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. მატჩის რეპორტაჟს გადასცემს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი. "პირველ არხზე" ზუსტად ამ დროს საბერძნეთი-საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებების თამაშია ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიდან, თუმცა იქნება პირდაპირი სტრიმი მაუწყებლის "იუთუბის" არხსა და "ფეისბუკზე".

"მეორე არხი" ინტერნეტში: http://www.myvideo.ge/tv/meore

"პირველი არხის" სტრიმი: https://www.youtube.com/user/GeorgianPB

საპასუხო შეხვედრა 19 იანვარს, ჩვენი დროით 18 საათზეა ქალაქ რიიჰიმიაკიში: https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე

19:00. საქართველო-ფინეთი

საქართველო: 12 ზურაბ ცინცაძე, 22 შოთა თევზაძე - 5 ნიკოლოზ კალანდაძე, 7 ხაზეინ რუსტამოვი, 8 ირაკლი ჩიქოვანი, 9 გიორგი მიქავა, 10 ირაკლი კბილაშვილი, 11 გიორგი ცხოვრებაძე, 14 თეიმურაზ ორჯონიკიძე, 18 უჩა მაისურაძე, 20 ერეკლე არსენაშვილი, 23 რევაზ ჭანტურია, 24 ირაკლი გოგოლაძე, 30 ზურაბ აბრამიშვილი, 31 გიორგი დიხამინჯია, 77 ლექსო წითელიშვილი - მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი

ფინეთი: 12 პატრიკ როსლანდერი 30 მიქაელ მაკელა - 3 მირო კოლიონენი, 6 ოსკარ კილსტედტი, 7 ფრედრიკ ფორსი, 10 ნიკო რონბერგი, 11 ბენიამინ ჰელანდერი, 13 იან-რობინ შომანი, 14 ანტონი ჰელაკოსკი, 15 რიხარდ სუნდბერგი, 17 იან მარტინი, 19 რონი სიურიალა, 20 რობინ გრანლუნდი, 21 მაქს გრანლუნდი, 23 სებასტიან საკინენი, 35 ტეემუ ტამინენი - მთავარი მწვრთნელი ოლა ლინდგრენი, მწვრთნელი ტედი ნორდლინგი, მწვრთნელი: ქრისტიან ანდერსონი, ფიზიო: ლინა კოსკინენ-ჰოლმკვისტი

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ), დელეგატი: ქენან გიოქმენი (თურ)

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, "კოქს არენა"

18:00. ფინეთი-საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: მიკუჩონისი (ლიეტ)

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი - ესტონეთი, 15, 19 იანვარი. ბელგია-კვიპროსი

სამი გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

მთავარი შესარჩევი რაუნდი: ოქტომბერი 2020 - ივნისი 2021

მონაწილეობს 32 გუნდი, თამაშდება ფინალის 20 საგზური

ევრო 2022: იანვარი 2022, უნგრეთსა და სლოვაკეთში

მონაწილეობს 24 გუნდი.

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
თვისებრივად და არა თვისობრივად!
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში