ევროპის ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა ქალთა ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალის წილისყრა.

ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ორი ხელბურთელი მონაწილეობს. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების შემდეგ ქეთევან ვენეცკის კლუბი, კოსოვოს "ისტოგუ" შეხვდება ბელარუსის "ვიქტორია ბერესტიეს".

პირდაპირ მეთექვსმეტედფინალში იყო დაშვებული მედეა ჩოხელის მაკედონიური კლუბი "კუმანოვო". მისი მეტოქე იქნება უკრაინული გუნდი, ლვოვის "გალიჩანკა".

პირველი წრის თამაშები გაიმართება 14 ან 15 ნოემბერს, საპასუხო მატჩები - ერთ კვირაში, 21-22 ნოემბერს.

32 გუნდი გაყოფილი იყო ორ ჯგუფად: პირობითად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპად და წილისყრის დროს დაწყვილება ჯგუფებს შორის ხდებოდა. მიზეზი პანდემიაა - EHF ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოება და აარიდოს გუნდები ხანგრძლივ და შორეულ მგზავრობას.

ევროტურნირების რეფორმის შედეგად, ევროპის თასი წლეულს პირველად იმართება. ყველაზე დიდი წარმომადგენლობა, 5 კლუბი, ესპანეთს ჰყავს. შეჯიბრება მაისის პირველ დეკადაში უნდა დასრულდეს.

2020-21 წლების სეზონის ევროტურნირებზე საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ჰყავს. გიორგი ცხოვრებაძის "მონპელიე" ევროპის ლიგაში თამაშობს. ფრანგულ კლუბს გუშინ უნდა ჰქონოდა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი რუსეთის ცსკა-სთან, მაგრამ მატჩი პანდემიის გამო გადაიდო.

ხელბურთი. ევროპის თასი 2020-21, ქალები

მეთექვსმეტედფინალი, 14-15, 21-22 ნოემბერი

გალიჩანკა ლვივ (უკრ) - კუმანოვო (მკდ)

ვიქტორია ბერესტიე (ბლრ) - ისტოგუ (კოს)

იაგოდინა (სრბ) - ბელოვარი (ხორ)

მურატფაშა (თურ) - ფერიზაი (კოს)

გრუდე (ბოს) - რუდარი (მნტ)

ნაისა ნიში (სრბ) - აზერიოლი (აზე)

იალიკავაკი (თურ) - იზმირი (თურ)

კავალიერი (მლტ) - პაოკი (საბ)

მესტრინო (იტა) - ლოკომოტივა ზაგრები (ხორ)

მალაგა (ესპ) - ვინერ ნოიშტადტი (ავს)

ატლეტიკო გვარდესი (ესპ) - ცუგი (შვც)

ელჩე (ესპ) - გრანოლერსი (ესპ)

უნირეკი (ჰოლ) - იგლზი (შვც)

სალერნო (იტა) - პორი (ისლ)

გრან კანარია (ესპ) - გაია (პორ)

სლავია (ჩეხ)- კერიენგი (ლუქ)

მერვედფინალი: 9-10, 16-17 იანვარი

მეოთხედფინალი: 13-14 თებერვალი, 20-21 მარტი

ნახევარფინალი: 27-28 მარტი - 3-4 აპრილი

ფინალი: 1-2, 8-9 მაისი

geohandball.ge

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა