ბოლო წამზე ანგარიში 3-ჯერ გათანაბრდა, მასპინძლები დამარცხდნენ და ემოციებიც ვერ შეიკავეს; ფანტასტიკური შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფანტასტიკური შეხვედრა გაიმართა ხელბურთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს მასპინძელი ეგვიპტე და დანია დაუპირისპირდნენ. 

შეხვედრა დანიის გამარჯვებით დასრულდა. ევროპელებს გამარჯვებამდე მისასვლელად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ნახევარფინალის საგზურის ბედი 7-მეტრიანი დარტყმებით გადაწყდა, სადაც უკეთესი დანიის ეროვნული ნაკრები აღმოჩნდა. 

ეს იყო შეხვედრა, რომელიც ამ სპორტის მოყვარულ მაყურებელს არასდროს დაავიწყდება. 

ძირითადი დროის ბოლო შეტევაში ეგვიპტე დაჯარიმდა, დანიამ კი შანსი ხელიდან გაუშვა. დაფიქსირდა ფრე. პირველი დამატებითი ტაიმის ბოლოს დანია იგებდა და შეტევაშიც იყო, მაგრამ 4 წამით ადრე მსაჯმა ევროპელები პასიური თამაშის გამო დასაჯა. ერთ-ერთმა ბურთი
მოშორებით გადააგდო, რისთვისაც წითელი ბარათი დაიმსახურა. დაინიშნა 7-მეტრიანი დარტყმა. მასპინძლებმა შეძლეს და ბოლო წამებზე წონასწორობა აღადგინეს. 

მეორე დამატებით დროს გუნდები თანაბარი ანგარიშით, 34:34 შეხვდნენ. რაც შეეხება მეორე ოვერტაიმს, ისიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნახევარფინალის საგზური 7-მეტრიანმა დარტყმებმა გამოავლინა, სადაც გამარჯვება დანიელებს დარჩათ. 

მატჩის საბოლოო ანგარიში 39:38 გახლავთ.

ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოქმედებაში ხელბურთის აბსოლუტურად ყველა წესი ვიხილეთ. 

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთი-შვედეთი და დანია-ესპანეთი დაუპირისპირდებიან. 

მომზადებულია "იმედის დილის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს   იყო ხელბურთის მატჩის შედევრი
digela
17:14 29-01-2021
0
გძინავთ ამდენ ხანს??? გუშინწინ იყო ეს თამაში, ცოტა მეტი ყურადღება დაუთმეთ ამ სპორტს არ შეიძლება ესე !!! ალბათ არ გამოაქვეყნებთ, მაგრამ გამიხარდება თუ წაგადგებათ ჩემი ,,კრიტიკა"...
kako
16:47 29-01-2021
0

სიახლეები პოპულარული