საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად უნგრეთს 31:30 სძლია და ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას კონტინენტის ჩემპიონატზე.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 17:14 მოიგო, მატჩის ბოლოს 29:30 მარცხდებოდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ტიტე კალანდაძის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა და იანვარში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
რაგბი,კალათბურთი,ხელბურთი,წყალბურთი და უკვე მხოლოდ ფეხბურთი გვრჩება,სპორტის ბურთიანი სახეობებისათვის,სადაც ჩვენი ნაკრები ჯერ კიდევ ვერ ახერხებს,ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას,თუმცა ყველა ჩვენგანი,უკვე ვგრძნობთ,რომ აღარც ეგ არის შორს.რაც შეეხება ხელბურთელთა ნაკრებს,შესაძლოა ევროპის პირველობაზე,ჯგუფიდან ვერ გავიდეთ,მაგრამ ერთ თამაშს მაინც რომ მოვიგებთ,ამისი ღრმად მჯერა.
ფაქტია,რომ ქვეყანმაში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის სპორტული ბაზების მშენებლობა და ამას,უკვე მოაქვს შედეგი.