საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში უნგრეთს სძლია და პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად უნგრეთს 31:30 სძლია და ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას კონტინენტის ჩემპიონატზე.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 17:14 მოიგო, მატჩის ბოლოს 29:30 მარცხდებოდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ტიტე კალანდაძის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა და იანვარში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან მაგარი ამბავია. მაგრამ რატომ აქამდე არაფერს წერდით რომ შანსი გვქონდა ან რამე შესარჩევიმ იყო დაწყევული თუ მე გამომეპარა წაკითხვა? არ ველოდი ხელბურთელთა გასვლას ევროპაზე. მგონი მართლაც მაგრები ვართ და თავს არ ვიტყუებთ. ფეხბურთში დაგვრჩა დიდ ფორუმზე გასვლა და ევროპაზე გავალთ მჯერა. ყოჩაღ ბიჭებო გილოცავთ.
G.LA
22:54 30-04-2023
0
ერთ დროს საამაყო სპორტის სახეობა, ისეა მივიწყებული გვქონდა თუ არა ხელბურთი აღარც ვიცოდი. ეს სასიხარულო ამბავი ვფიქრობ მეორედ სუნთქვას გაუხსნის ხელბურთს საქართველოში. ყოჩაღ ბიჭებს და ფედერაციას.
ჟორა გაბრიჭიძე
23:29 30-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული