საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად უნგრეთს 31:30 სძლია და ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას კონტინენტის ჩემპიონატზე.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 17:14 მოიგო, მატჩის ბოლოს 29:30 მარცხდებოდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ტიტე კალანდაძის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდა და იანვარში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

სოსო
გუყშინ საქართველოს ნაკრები,ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა!ველოდებოდი დიდ სტატიას დადებდით და ერთად ვიზეიმენდით,ამ მიღწევას,მაგრამ სიახლეებში ამდენი ხანი ველოდე და ახლაღა ვნახე,რომ "სხვა" გამყოფილებაში დაგიდიათ ეს სასიხარულო ინფორმაცია.ძლივს გვეღირსა და საქართველოში ხელბურთმა აღორძინება დაიწყო,რამდენიმე ვეტერანის გვერდით,ახალგაზრდებიც ვაჟკაცდებიან და უკვე ამხელა შედეგს მივაღწიეთ,თქვენ კი,სხვა,ესე იგი რაღაც მესამეხარისხოვან მოვლენაში გაიყვანეთ?!ყოჩაღ!ასე უნდა ქართული სპორტის გაშუქება.დრო იყო,თბილისის საერთაშორისო ტურნირზე,საქართველოს ნაკრები(იგივე თბილისის ქარიშხალა),თანაბრად ეთამაშებოდა მსოფლიო კლასის გუნდებს,მათ შორის,თუ მეხსიერება არ მღალატობს,უნგრეთის ნაკრებიც ჩამოდოიოდა ხოლმე და ხშირად ამარცხებდა კიდეც მათ.მერე თანდათან ხელბურთის პოპულარობამ იკლო,მაგრამ ტრადიციები და ხსოვნა,ჯერ კიდევ დარჩა და ახლა მის აღორძინებას ვხედავთ.კი,უამრავი ნაკლი აქვს ჩვენს თამაშს,მაგრამ შემადგენლობაც ახალგაზრდულია და თუ მივაღწიეთ,მასობრიობის გაზრდას,ხარისხიც მოიმატებს.ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა,თავითავად დიდი ბიძგი იქნება,ქართული ხელბურთის კიდევ უფრო წინსვლისათვის.ვულოცავ ხელბურთის ყველა მოყვარულს,ამ დიდ გამარჯვებას! რაგბი,კალათბურთი,ხელბურთი,წყალბურთი და უკვე მხოლოდ ფეხბურთი გვრჩება,სპორტის ბურთიანი სახეობებისათვის,სადაც ჩვენი ნაკრები ჯერ კიდევ ვერ ახერხებს,ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას,თუმცა ყველა ჩვენგანი,უკვე ვგრძნობთ,რომ აღარც ეგ არის შორს.რაც შეეხება ხელბურთელთა ნაკრებს,შესაძლოა ევროპის პირველობაზე,ჯგუფიდან ვერ გავიდეთ,მაგრამ ერთ თამაშს მაინც რომ მოვიგებთ,ამისი ღრმად მჯერა. ფაქტია,რომ ქვეყანმაში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის სპორტული ბაზების მშენებლობა და ამას,უკვე მოაქვს შედეგი.
სოსო
ხასანას.იქნებ ჯერ ქულები დაგეთვალა?
ხასანა
სანუკვარ მე-3 ე ადგილოსნებში რომ არა ვართ?რატომ გვატყუებთ?ბურთების შეფარდებით მე-5 ე ადგილზე ვარათ გადის ოთხი
Master
თითქოს არ გამეხარდა ისე გებულობთ.ხალხნო ლიეტუვასთან 14 ქულა წააგეს და მსაჯს დააბრალეს.შვეიცარიასთან სახლში უშანსოდ წააგეს.ეს ორი ჩვენი დონეა დაახლოებით.უნგრეთი კი ხელბურთში გრანდია,მაგალითად როგორც ფეხბურთში ჰოლანდია ან პორტუგალია.პირადად მე არ მჯერა რომ ეს თამაში პატიოსან ბრძოლაში წააგო უნგრეთმა.როცა 2-3 წუთით ადრე ორ ბურთს იგებდა.თუარ გჯერათ თავად ნახავთ რას იზავენ ევროპაზე,გინდ უნგრელები და გინდ ჩვენ.კი არავის ემახსოვრება ეს კომენტი,მაგრამ მაინც...p.s.რაგბი,კალათბურთი,წყალბურთი,ხელბურთი(ავად თუ კარგად)ყველგან გავედით დიდ ტურნირებზე.ნეტავ რა გუნდური სახეობა დარჩა და რა იქნება ამ ყველაფრის გვირგვინი?აშკარად ფეხბურთი.
გოგა
კარგია გილოცავთ ბიჭები. ფეხბურთი დარჩა და დარწმუნებული ვარ მალე გავალთ ევროპაზე და იმედია მსოფლილზეც.
SL
მატჩი ნახე მეგობარო და ნაღდად მგონია რომ შენთვითონ მოიხდი ბოდიშს, არ ვიყავი მართალიო იტყვი.
ქართველი
ორბანმა ჩაგვიწყო გასვლა? სამაგიეროდ ჩვენგან რა მიიღო? ა, გამახსენდა, ჩვენ და ორბანი ხო პუტინის "მონები" ვართ, პუტინმა დარეკა... ეჰ, მართლა არაფერი გეშველებათ მასეთი უკუღმართი აზროვნების ადამიანებს :(
Master
ამას გასვლას ეძახით?ამ თამაშამდე ხუთიდან 4 წაგება ქონდათ და ერთი მოგება,ისიც უსუსტეს ლიეტუვასთან.ხელბურთში გაუგონარ შვეიცარიასთან განადგურდნენ.მართლა გჯერათ რომ ხელბურთში საქართველომ გასვლაზე მოუგო უნგრეთს???ორბანის საჩუქრად ჩათვალეთ...შეგზიზღდება სპორტი მოკლედ...
იეა
მადლობა სიხარულისთვის, წარმატებები
d
გილოცავთ ბიჭებო ყოჩაღები ხართ
Suxumchanin
გენაცვალეთ!!!!!!

სპორტის ყველა სახეობაში წარმატებები იმიტომ გვაქვს რომ მთავრობა ყურადღებას აქცევს სპორტს და დაფინანსებას უზრდის, სხვანაირად გამარჯვებები არ მოდის, დღევანდელ დღეს ფული წყვეტს ყველაფერს, გამარჯვების ჟინი კი გვაქვს ულევი
mamuka09ze
საერთოდ პირველად ვუყურე ხელბურთს თავიდან ბოლომდე. საღოლ, ბიჭებს და მწვრთნელებს! დიდი ამბავია, წარმატებები საქართველოს!!!
dato
მხოლოდ ორი კომენტარია არადა უდიდეს წარმატებას მიაღწია ქართულმა ხელბურთმა ..რომელიც ქუხდა 70 იან წლებში .
ჟორა გაბრიჭიძე
ერთ დროს საამაყო სპორტის სახეობა, ისეა მივიწყებული გვქონდა თუ არა ხელბურთი აღარც ვიცოდი. ეს სასიხარულო ამბავი ვფიქრობ მეორედ სუნთქვას გაუხსნის ხელბურთს საქართველოში. ყოჩაღ ბიჭებს და ფედერაციას.
G.LA
ძალიან მაგარი ამბავია. მაგრამ რატომ აქამდე არაფერს წერდით რომ შანსი გვქონდა ან რამე შესარჩევიმ იყო დაწყევული თუ მე გამომეპარა წაკითხვა? არ ველოდი ხელბურთელთა გასვლას ევროპაზე. მგონი მართლაც მაგრები ვართ და თავს არ ვიტყუებთ. ფეხბურთში დაგვრჩა დიდ ფორუმზე გასვლა და ევროპაზე გავალთ მჯერა. ყოჩაღ ბიჭებო გილოცავთ.
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ჩემთვის უმთავრესი სწორედ ესაა" - რა თქვა "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ დეზირე დუემ
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში