კონორ მაკგრეგორი კრივში დარჩება

AutoSharing Option
ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის შემდეგ საკრივო კარიერის გაგრძელებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ მოკრივისა და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლის შეხვედრა 26 აგვისტოს, ლას ვეგასში გაიმართება.

"მომწონს კრივი, ის ყოველთვის ძვირფასი და ახლობელი იყო ჩემთვის, - ამბობს Boxinscene-თან კომენტარში მაკგრეგორი. - მომავალში ვაპირებ გავაგრძელო საკრივო ორთაბრძოლებში მონაწილეობა. ასევე გავაგრძელებ კარიერას MMA-ში".

29 წლის მაკგრეგორმა 24 ბრძოლა გამართა შერეულ ორთაბრძოლებში და აქედან მოიგო 21 (18 - ნოკაუტით). პირველად ის UFC
-ის ჩემპიონი 2015 წელს გახდა. გასულ წელს, მაკგრეგორმა ორგანიზაციის ისტორიაში სარეკორდო ჰონორარი - 3 მილიონი დოლარი მიიღო ნეიტ დიასთან ბრძოლისთვის.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული