"მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი გავინაღდე, მაგრამ აქ გაჩერებას არ ვაპირებ"
ფოტოზე: ოთარ ერანოსიანი და ნაკრების მწვრთნელი ლაშა დუნდუა

გერმანულ ჰამბურგში, რომელიც მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს, 29 აგვისტოს მეოთხედფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი მსოფლიოს 2015 წლის ბრინჯაოსპრიზიორს, აზიური თამაშების 2017 წლის გამარჯვებულსა და 2015 წლის მესამეადგილოსან უზბეკ ელნურ აბდურაიმოვს დაუპირისპირდა. აზიელი ამ ჩემპიონატზე მეოთხე ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველი რაუნდი, ფაქტობრივად, თანაბარ ბრძოლაში გაილია, მეორე რაუნდის პირველი წამებიდანვე ჩვენი მოკრივის უპირატესობა აშკარა გახდა და გამარჯვების შანსი მას საფინალო გონგამდე ხელიდან არ გაუშვია.

"უზომოდ გახარებული ვარ, - გვითხრა გუშინ ოთარ ერანოსიანმა, რომელსაც ორთაბრძოლის შემდეგ ჰამბურგში დავუკავშირდით. - კარიერის განმავლობაში ასეთი წარმატებისთვის არასდროს მიმიღწევია - უფროსებში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი გავინაღდე, მაგრამ აქ გაჩერებას არ ვაპირებ.

აბდურაიმოვი ძალიან ძლიერი მოკრივეა, ტექნიკურად და ფიზიკურადაც კარგად მომზადებული. ის წონის ერთ-ერთი ფავორიტია. ამ შეჯიბრებისთვის მეც კარგად მოვემზადე.

ამის მიუხედავად, პირველ რაუნდში მაინც შებოჭილად ვგრძნობდი თავს. ეტყობა, მეტოქის ავტორიტეტმაც იმოქმედა. მისი დარტყმების ძალა რომ შევიგრძენი, მერე გავთამამდი და ორი რაუნდი წმინდად მოვიგე. მართალია, ორთაბრძოლის დამთავრებამდე 35 წამით ადრე მორიგი შეტევისას აბდურაიმოვის თავი მომხვდა და წარბი გამისკდა, მაგრამ მწვრთნელებმა მალევე შემიჩერეს სისხლდენა და პაექრობაც მაჟორულ ნოტზე დავასრულე.

ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ქომაგები არ გავაწბილე".

"დღეს ქართული კრივისთვისაც დიდი დღეა, - ჩაერია საუბარში საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, რომელმაც ის-ის იყო, დარბაზიდან გამოსულ შეგირდს წარმატება მიულოცა. - პირველ სექტემბერს კუბელს ვხვდებით ნახევარფინალში და ვეცდებით, ის ორთაბრძოლაც წარმატებით დავაგვირგვინოთ".

26 წლის კუბელი მოკრივე ლასარო ხორხე ალვარეს ესტრადა ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. არც არის გასაკვირი: იგი 2012 და 2016 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი, მსოფლიოს სამგზის (2011, 2013, 2015) ჩემპიონი და პანამერიკული თამაშების ორგზის გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ ერანოსიანმა სტარტზე ყაზახ ადილეტ კურმეტოვს სძლია, მერვედფინალში შივა ტაპა (ინდოეთი) არ გამოუცხადდა. მეოთხედფინალურ პაექრობაზე კი ზემოთ მოგახსენეთ.

დღეს და ხვალ მოკრივეები დაისვენებენ. პირველ სექტემბერს ნახევარფინალური პაექრობები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

temo
მიდი ოთარ გაგვახარე მაგარი ბიჭი ხარ
murtalo
გილოცავ,გაიხარე ოთარ! ყაზახის და განსაკუთრებით უზბეკის დამარცხებამ თავდაჯერება უნდა შეგმატოს. ორივე ძალიან ძლიერი მოკრივეა და მართალი გითხრათ არ ველოდი მათ დამარცხებას. შესაბამისად უფრო მეტად მესიამოვნა და ეხლა ხომ აღიარებული ფავორიტი ელოდება. ნეტა კიდევ ერთხელაც გაგვაკვირვო ჩვენც და საკრივო სამყაროც.
zura
Silk universalzea brzolebi
zaza
ოთარ გილოცავ სულით და გულით ერთ კვირაში უფრო დიდი წარმატება მოგველოცოს გაიხარე!!!!!!!!
otari
ყველეფაერი ყველაფერი,ძალიან საინტერესოა აი თავს ვიკავებ და მინდა მშვიდად ვიკითხო და შევეკითხო საზოგადოებას,რას მიკეთებს საზოგადოებრივი,მეორე ,მესამე და მეათე კიდევ არხები,ამათი მესვეურები რომ მოვ...ნ რატომ არ ასჰუქებენ ან არ აცჰვენებენ ა?
1
კარგად უბათქუნა მეტოქეს. მაგარი მოკრივეა, ბრინჯაო გაინაღდა, მაგრამ ოქრო უნდა მოიპოვოს!
glaxuna
ყოჩაღ ოთარს- მსოფლიო ჩემპიონები გვინდა კრივში! ადმინ-მოგვაწოდე ბმული,რომ ვუყუროთ,რ ა ტ ო მ არ აქცევთ კრივს სათანადო ყურადღებას?! კრივიც პოპულარული უნდა გახდეს,არანაკლებ ჭიდაობის სახეობებთან, მასზე გვჭირდება ინფორმაციები და დაწვრილებითიც კი მიმოხილვები- პ ო პ უ ლ ა რ ი ზ ა ც ი ა!
beso
ძალიან სასიხარულო და საამაყო მიღწევაა! ბრინჯაოს მედალი დიდი მიღწევაა! გილოცავ ოთარ და მსოფლიო ჩემპიონობას გისურვებ! ლავეს ახპერ ლავეს!
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
მინსკი 2019: ოთარ ერანოსიანმა საქართველოს 25-ე მედალი მოუტანა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
დავით წიკლაური: ნაკრებში ადგილი დაბევებული არავის ექნება
მინსკი 2019: ერთ-ერთი სინჯის მედალი ოთარ ერანოსიანმაც გაინაღდა
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა
მინსკი 2019. სახილ ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა