ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ჩიქოვანმა ბრინჯაო დაიბევა

AutoSharing Option
ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გრძელდება ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით გამოდიან ქართველი სპორტსმენები.

21 სექტემბერს, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხობელმა ბაკურ ჩიქოვანმა, რომელსაც აქამდე ორი შეხვედრა ჰქონდა მოგებული, მეოთხედფინალურ პაექრობაში შოტლანდიელ ლინჩ რეესს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, რითაც, სულ მცირე, ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

52 კილოში გორელმა მამუკა აბულაძემ ფინელ ელიას ოკონენს პირველი წუთიდანვე საშინელი დღე აყარა და შეხვედრის რეფერიმ ქართველის აშკარა უპირატესობის გამო მესამე წუთზე პაექრობა გააჩერა. მეოთხედფინალში დღეს აბულაძე მოლდოველ ადრიან ბუცას გაუწევს მეტოქეობას.

მეოთხედფინალში გავიდა 60 კილოში ფოთელი
ლადო ლომაია
. ზღვისპირელმა მოკრივემ დაძაბულ მერვედფინალურ პაექრობაში ბელორუსი ივან მელნიკავი დაამარცხა - 3:2. დღეს, მეოთხედფინალში რუს სინო სობიროვთან გაარკვევს ურთიერთობას.

გუშინ 80 კილოში ყვარლელმა იოსებ ჭუნიაშვილმა ბელორუს იაჰორ ლაშკოუსთან წააგო - 2:3. დღეს კიდევ ერთი ქართველი გავა რინგზე - 46 კილოში რუსთაველი ლუკა კუბლაშვილი მეოთხედფინალურ ბრძოლას ირლანდიელ ჯუდი გალახერთან გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაკურ წარმატებები.
თემო
14:30 22-09-2017
0

სიახლეები პოპულარული