ავთანდილ ხურციძის დედის კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

AutoSharing Option
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი შვილი გაწირეს და არავის აინტერესებს. მათ შორის, არაფერს აკეთებს ხელისუფლება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები არ იცის, რადგან ადვოკატთან ჯერ არ უსაუბრია.

"გავოცდით, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვეთ. ვფიქრობ, ეს საქმე ასე არ დარჩება. ავთოს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. ჩვენ ის ვიცით, რასაც ტელევიზორში აცხადებენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი შვილი გაწირეს და არავის არ აინტერესებს. მათ შორის, არაფერს აკეთებს ხელისუფლებაც", - განაცხადა მაყვალა
ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ხურციძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი "რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში" ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.



წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე როგორც ვიცი მას ედავებიან ვიღაცეების ცემას, რომლებსაც მაფია ფულს სძალავდა. მსოფლიოს ჩემპიონი რომ ვიღაცეებს ცემს აი მაგის გამო არ უშვებენ ციხიდაან. არსებობს ვიდეო როგორც ადრე თქვეს.მისმა ერთმა დარტყმამ შეიძლება კაცი მოკლას.
NATRO
14:05 29-03-2018
3
რა ესაქმებოდა ქურდებთან და კრიმინალებთან?ევარჯიშა და ექნია მუშტები რინგზე,არც არავინ დაიჭერდა,სახელიც ექნებოდა,მაყუთსაც მოღუნავდა.იჯდეს ახლა ციხეში და რომ გამოვა არც არაფერი შერჩება ხელში,სხვებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს.
zas.
09:54 29-03-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული