დეტალების გასარკვევად Sportall.ge თავად მერაბ დვალიშვილს დაუკავშირდა.
"ჩემი მოწინააღმდეგე რიკი სიმონი ძალიან ძლიერი მებრძოლია. მას ყველა ბრძოლა დროზე ადრე აქვს მოგებული და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. ის ყველა ნიუანსში თანაბრად ძლიერია.
კრივი არის სპორტის სახეობა, რომელიც მართლა გამორჩეულია და შეზღუდვების გარეშე კაცური ორთაბრძოლები იმართება.
გულშემატკივრების მხარდაჭერა დიდ სტიმულს მმატებს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი ქვეყანა ვასახელო", - აღნიშნა დვალიშვილმა.