მერაბ დვალიშვილი დამარცხდა, მაგრამ 50 000 მოიგო

AutoSharing Option
ქართველმა მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ში ამერიკელ რიკი სიმონს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

თავდაპირველად, ქართველმა 3 რაუნდი დიდი უპირატესობით მოიგო, თუმცა შემდეგ მეტოქემ ე.წ. "გილიოტინა" შეასრულა და მერაბმა წააგო.

აღნიშნულმა ეპიზოდმა კი კამათი გამოიწვია. მსაჯის გადაწყვეტილებით, დვალიშვილმა გონებმა ბრძოლის დასრულებამდე დაკარგა და ამიტომ მას ტექნიკური მარცხი გაუფორმა.

ქართველი ბრძოლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს, რომ ჩემს და რიკი საიმონს შორის “რემატჩი” (განმეორებითი შეხვედრა) შედგება. UFC-ის პრეზიდენტმა (დანა ვაითი) დამირეკა, კომპანიის მენეჯერს, შონ
შელბის პირადად ვესაუბრე და ღამის საუკეთესო ბრძოლად დაასახელეს ჩემი და საიმონის დაპირისპირება, შესაბამისად 50,000$ ბონუსი მოვიგე, რომელიც მხოლოდ მე მერგო.

ცხოვრებაში პირველად წახალისება და სტიმული მომცეს თან ასეთი. ახლა უკვე დავიმსახურე ექვს წლიანი ემიგრაციაში ცხოვრების შემდეგ პირველად საქართველოში დაბრუნება, ჩემი ოჯახის ნახვა და ჩახუტება. ახლა უკვე აღარ მომიწევს სპორტის პარალერულად მშენებლობაზე მუშაობა და მხოლოდ სპორტს დაუთმობ მთელს დროს და ბოლომდე, კარგად მივიყვან ამ ჩემს დაწყებულ საქმეს", - აღნიშნა დვალიშვილმა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ფწარმატებებს გისურვებ მერაბ სულ გამარჯვებული ყოფილიყო ჩვენ ვამაყობთ შენით უფალმა დაგლოცოს
ლია
11:24 20-07-2018
0
შერეული ორთაბრძოლები მაგარი სპორტის სახეობაა და ამ სახეობას ქართველებმა უნდა მივხედოთ და განვავითაროთ საქართველოში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული