გიგა ჭიკაძეს UFC-ში მოხვედრის შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
მალე შესაძლოა, გვყავდეს მესამე ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ში (Ultimate Fighting Championship) იჩხუბებს.

გიგა ჭიკაძემ საკუთარ მომავალზე მის ოფიციალურ გვერდზე ისაუბრა. როგორც ცნობილი გახდა, ქართველმა მებრძოლმა კონტრაქტი გააფორმა „დომინანს მენეჯმენტთან“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა ამ სფეროში.

როგორც მებრძოლმა აღნიშნა, ამ კომპანიასთან კონტრაქტი ისეთ ცნობილ რუს სპორტსმენებს აქვთ, როგორებიც ფაბრიციო ვერდუმი, ქოდი გარბრანტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ფრენკი ედგარი არიან.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ გიგა ჭიკაძე „დანა უაითის შოუში“ მაროკოელ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში აქვს შანსი UFC-ისთან კონტრაქტი გააფორმოს. ბრძოლა 19
ივნისს შედგება.

რაც შეეხება მაროკოელ სპორტსმენს, ის 21 წლისაა. მას 5 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოგებული აქვს.

ჩვენებურ მებრძოლს MMA-ში 6 ბრძოლა აქვს გამართული. მათგან ხუთი მოიგო (5 ნოკაუტი) და ერთში მარცხი განიცადა მსაჯთა გადაწყვეტილებით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული