კონორ მაკრეგორი: ვლადიმერ პუტინი ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერია

AutoSharing Option
MMA-ს მებრძოლი კონორ მაკრეგორი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

ამის შესახებ თამაშის დასრულების შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ირლანდიელმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერია.

"მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე ვლადიმერ პუტინის სპეციალურ სტუმრად ვიყავი მიწვეული. ეს ადამიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერია და მასთან ერთად თამაშის ყურება ჩემთვის უდიდესი პატივი იყო.

ეს ჩემთვის დიდი პატივია, მისტერ პუტინ! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გილოცავთ წარმატებით ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატს. რუსეთო, წინ", - დაწერა მაკრეგორმა.

პოსტმა არაერთი
გამოხმაურება ჰპოვა. მაკრეგორს "ინსტაგრამზე" 24 მილიონ ადამიანზე მეტი გამომწერი ჰყავს. მას კომენტარებში უწერენ, რომ უდიდესი მებრძოლია, მაგრამ ის უბრალოდ კლონია.

altსუპერბრძოლა: მეივეზერმა მაკრეგორი დაამარცხა და რეკორდი დაამყარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილი !!!!!
levani
10:43 26-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული