ბრძოლა კრივის წესებით ჩატარდა და მე-10 რაუნდში მეივეზერის გამარჯვებით ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ მეივეზერმა განაცხადა:
"მაკგრეგორი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მე მეგონა, მაგრამ მე ვამბობდი, რომ შეხვედრა მთელ დისტანციაზე არ გაგრძელდებოდა".
![სუპერბრძოლა: მეივეზერმა მაკრეგორი დაამარცხა და რეკორდი დაამყარა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/22fbe05aa14b9be06899101c3436e344.jpg)
ასევე მოკრივემ დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო ბრძოლაა.
![სუპერბრძოლა: მეივეზერმა მაკრეგორი დაამარცხა და რეკორდი დაამყარა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e2d4da19a63c03996a7e106b6acaf325.jpg)
"ეს ჩემი ბოლო ბრძოლა ბატონებო და ქალბატონებო", - თქვა მეივეზერმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.
მაკრეგორთან ბრძოლამ მეივეზერს კარიერაში 50-ე გამარჯვება მოუტანა. შესაბამისად ამერიკელი მოკრივე ახალი რეკორდსმენია 50 მოგებით 50 შეხვედრაში, აქედან 27-ში მან ნოკაუტით მოიგო. აქამდე რეკორდი როკი მარჩიანოს ეკუთვნოდა: 49 მოგება 49 შეხვედრა (43 ნოკაუტი.)