"როგორც ვიცი, პუტინი და კადიროვი დაესწრებიან ბრძოლებს... მინდა, მათ ცხვირწინ აღვმართო და ავაფრიალო ქართული დროშა!"

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მორიგ დაპირისპირებას 15 სექტემბერს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართავს და ამერიკელ ტერიონ ვორის შეხვდება.

აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით Sportall.ge დვალიშვილს დაუკავშირდა.

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველად ტარდება UFC რუსეთში და შესაბამისად, ძალიან დიდი დაინტერესება აქვს ამ ღონისძიებას UFC-ის მაყურებლის მხრიდან.

მიხარია, რომ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას და საშუალება მაქვს, გავახარო ჩემი მეგობრები და გულშემატკივრები.

ხაბიბის (ნურმაგომედოვი) ჩემპიონობის გავლენით გადაწყდა ბრძოლის რუსეთში ჩატარება და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნისთვის ეს დიდი და მნიშვნელოვანი
ღონისძიებაა. ბედნიერი ვარ, რომ მე მაქვს შესაძლებლობა, დავანახო რუსეთს ქართული ძალა და წარმატება.

რა თქმა უნდა, ბრძოლის რუსეთში გამართვა ჩემთვის დამატებითი სტიმულია, რადგან ეს პირველი UFC ბრძოლაა რუსეთში და დიდ ინტერესს იწვევს.

როგორც ვიცი, პუტინი და კადიროვი დაესწრებიან ბრძოლებს და მინდა, მათ ცხვირწინ აღვმართო და ავაფრიალო ქართული დროშა და დავანახო ჩვენი ძალა და ღირსება", - აღნიშნა დვალიშვილმა.

altექსკლუზივი. მერაბ დვალიშვილი: ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ გადავწყვიტე, ბოლომდე გამეძლო

altმერაბ დვალიშვილი დამარცხდა, მაგრამ 50 000 მოიგო

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯიგარი ხარ მერაბ, წარმატებები!
georgian
11:18 18-07-2018
0
აი ეს არის კაცი და არა ავთანდილ ხურციძე. შემოგევლე ქართულ სულში მერაბ. ხურციძეები, კადიროვები, პუტინები წავლენ მოვლენ საქართველო და ქართველი ერი კი მუდამ იქნება
Niko
08:11 19-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული