ავთანდილ ხურციძე: რავარი მაგარი "პადერჟკა" სცოდნიათ რუსებს. საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ

AutoSharing Option
ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოდან თანადგომას ვერ ხედავს, მხარდაჭერას რუსეთიდან უფრო გრძნობს და თუ ამერიკიდან გააძევეს, კარიერის რუსეთში გაგრძელებაზე დაფიქრდება. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ აღარ. ის თბილისელი სომეხი ვერ შევამჩნიე. ქართველები და სომხები ჩამოგვანან ერთმანეთს.მე რუსის პონტში ვარ ჰაჰაჰა. რავარი მაგარი "პადერჟკა" ცოდნიათ რუსებს, ჩვენ რომ ვიძახით ქართველები გასაჭირში ვუდგევართ ერთმანეთსო თუ არა ლხინში ყველა კი დადგება ბიძიაო ჰაჰააჰა,
ლექსიც როგორი შინაარსიანი დამიწერა რუსმა, სვანური ქუდი ეხურა თავზე და ესე დამამახსოვრა თავი. ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ.

აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია.

დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ თავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით) , ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება. მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს.

რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ჩაქუჩა კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე მსროკავდნენ. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს "კლიჩკა" სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად.ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს. ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?! "

altავთანდილ ხურციძე: ახლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ

altსავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ - აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

altაშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

მკითხველის კომენტარები / 41 /
ეგ ისეთი სპორტის სახეობაა სადაც კრიმინალი და სპორტი გვერდიგვერდ მიდიან. მილიონები ტრიალებს. ტაისონი დააჩოქეს როგორც კი რაღაც არ მოეწონათ. ქუთაისელ ბიჭს რომ არ მიცემდნენ ბოლომდე აღზევების უფლებას ეგეც უნდა გაეაზრებინა. ექნებოდა რუსებთან კავშირი, აშშ-ს იუსტიციას სულ არ ჭირდებოდა რეკეტის ფაქტები, იმათ წრეში ხარ? ე.ი. რეკიტიორი ხარ.
ნიკო
13 ნოემბერი 2019 22:50
0
ბევრს გგონიათ,რომ მთავრობა არ ჩაერია, გაიგეს,მოიკითხეს და რომ გაიგეს,რომ დიდი ჩამჩით აქვს ნაჭამი რაღაც-რაღაცები, თავი აღარ(და ვეღარც) შეიწუხეს,თუმცა შესაძლო იყო სამედიცინო დახმარების საკითხი მოეგვარებინა
გელა 8
08 ნოემბერი 2019 21:25
2
რა ჩიტიც ხარ გეტყობა და ისეთი გალიაც გაქვს, შენისთანების შესაფერისი............ვიტყვი რატომაც ვკადრე პატიმარს ასე მწარე: შინდისის გმირები,რომ მიხვდნენ მიტოვებულნი იყვნენ, ის კი არ თქვეს მოდი ჩვენც გავიქცეთო..თუ იცი ეს ისტორია დასკვნა გამოიტანე, თუ არ იცი და ვინმე მადლიანი (ამერიკელიც კი) მოგიყვება
gela 67
08 ნოემბერი 2019 15:14
0
მერე და ნუ დაიჭერ ჩვენს დროშას.რუსეთი გამოგიყენებს და რომ არაფერში დაჭირდები უკან წამობუნძლდები საქართველოში.
Tengiz
28 აგვისტო 2018 15:56
1
მაგი 2008 დაღუპულ ბიჭებს უთხარი შე ახვარო რითი იყვნენ შენზე ნაკლები ისე შენზე მეტი შეგნება და რაცობა ქონდათ
კობა
24 ივლისი 2018 20:40
0
აქ ვინც აბ ბიჭს მოძღვრავს იმათ მინდა ვკითხო რა ამერიკაში უდანაშაულოდ არ იჭერენ და არ ახდევიებენ სასჯელს რამდენი ეგეთი ფაკტი ყოფილა იმდენი წლები მომატებოდეს ჩემ ოჯახს მოსამართლესავით და გამომძიებელივით ვინცაქ იქცევა იმათ გასაგონად რა იცით თქვენ ეს ბიჭი დამნაშავეროა იქ იყავით დანაშაულის დროს.თუ ჩიტმა მოგიტანათ ამბავი მიუხერდავათ ამისა ქვეყანას ზურგი მაინც არუნდა აქციოს და თავის ქვეყნის წინააღმდეგ არუნდა წავიდეს ქვეყანა ერთია ხელისუფლება და პოლიტიკა კი ბინძური ხალხს დაპირებებს არ უსრულებენ და არცის უნდა გაუკვირდეს რო ჩვენი ფარჩაკი პოლიტიკური ელიტა თავის მოქალაქეებს ჯეროვნად ვერიცავს.
zaza
21 ივლისი 2018 12:52
8
ვინაა ეს ქაჯი,შენღა გვაკლდი რა სრული ბედნიერებისთვის,თუ მართალი ხარ გაგათავისუფლებენ,ბოდიშს მოგიხდიან,კომპესაციასაც გადაგიხდიან,თუ არადა დალპები მანდ,ციხეში,ამერიკა შენ რუსეთი ხომ არ გგონია.
roma
19 ივლისი 2018 18:13
14
ეჰ რომა, რომა. არ გეწყინოს და მეტი დაფიქრება გმართებს! იფიქრე, ბევრი უნდა იფიქრო, არა მარტო შენ არამედ ჩვენ ყველამ!
shoda
22 ივლისი 2018 12:00
10
დაანებე ქურდებთან ძმაკაცობას თავი და არ დაგჭირდება არავის "პადერჟკა"!
mamunited7
19 ივლისი 2018 17:42
4
ხურციძე, ქართულ დროშას ხელში არ დავიკავებო, რომ იძახი, უკვე გამყიდველი და მორალატე ხარ. რომ დადიხარ და ვიღაც კრიმინალებთან ფულს შოულობ ეგ დაგავიწყდა? ვისი ბრალია შენი ქვეყნის??? ამდენი ტვინი არ გაქვს რომ იფიქრო, საქმეს ამერიკა იძიებს და მთელი მსოფლიო რომ ჩაერიოს თუ მტყუანი ხარ მაინც ვერავინ გამოგიშვებს ციხიდან. კიდევ ერთი, თუ მასე გააგრძელებ ფიქრს გვარიც გადაიკეთე, გახდი ივანოვი ან მსგავსი და რუსების დროშა დაიჭირე ხელში, მოგიხდება.
Geo
19 ივლისი 2018 17:12
7
მიდის თუ არა მაგიც არ იყოს მენი პაკიაო, აიღე მაგალითი ხორვატი სპორცმენებისგან თუ როგორ უყვართ სამშობლო, თავისი ხალხი.....
s.s.
19 ივლისი 2018 15:16
6

სიახლეები პოპულარული