
სასჯელის ზომა ამ ეტაპზე უცნობია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.
საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია იყო, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებდა.
არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
აშშ-ში ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო