<p>ავთანდილ ხურციძე: რავარი მაგარი "პადერჟკა" სცოდნიათ რუსებს. საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ <br> ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოდან თანადგომას ვერ ხედავს, მხარდაჭერას რუსეთიდან უფრო გრძნობს და თუ ამერიკიდან გააძევეს, კარიერის რუსეთში გაგრძელებაზე დაფიქრდება. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.</p><p>"რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ აღარ. ის თბილისელი სომეხი ვერ შევამჩნიე. ქართველები და სომხები ჩამოგვანან ერთმანეთს.მე რუსის პონტში ვარ ჰაჰაჰა. რავარი მაგარი "პადერჟკა" ცოდნიათ რუსებს, ჩვენ რომ ვიძახით ქართველები გასაჭირში ვუდგევართ ერთმანეთსო თუ არა ლხინში ყველა კი დადგება ბიძიაო ჰაჰააჰა, ლექსიც როგორი შინაარსიანი დამიწერა რუსმა, სვანური ქუდი ეხურა თავზე და ესე დამამახსოვრა თავი. ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ.</p><p>აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია.</p><p>დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ თავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით) , ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება. მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს.</p><p>რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ჩაქუჩა კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე მსროკავდნენ. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს "კლიჩკა" სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად.ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს. ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?! "</p><p><p><p>
ნიკო
ეგ ისეთი სპორტის სახეობაა სადაც კრიმინალი და სპორტი გვერდიგვერდ მიდიან. მილიონები ტრიალებს. ტაისონი დააჩოქეს როგორც კი რაღაც არ მოეწონათ. ქუთაისელ ბიჭს რომ არ მიცემდნენ ბოლომდე აღზევების უფლებას ეგეც უნდა გაეაზრებინა. ექნებოდა რუსებთან კავშირი, აშშ-ს იუსტიციას სულ არ ჭირდებოდა რეკეტის ფაქტები, იმათ წრეში ხარ? ე.ი. რეკიტიორი ხარ.
გელა 8
ბევრს გგონიათ,რომ მთავრობა არ ჩაერია, გაიგეს,მოიკითხეს და რომ გაიგეს,რომ დიდი ჩამჩით აქვს ნაჭამი რაღაც-რაღაცები, თავი აღარ(და ვეღარც) შეიწუხეს,თუმცა შესაძლო იყო სამედიცინო დახმარების საკითხი მოეგვარებინა
gela 67
რა ჩიტიც ხარ გეტყობა და ისეთი გალიაც გაქვს, შენისთანების შესაფერისი............ვიტყვი რატომაც ვკადრე პატიმარს ასე მწარე: შინდისის გმირები,რომ მიხვდნენ მიტოვებულნი იყვნენ, ის კი არ თქვეს მოდი ჩვენც გავიქცეთო..თუ იცი ეს ისტორია დასკვნა გამოიტანე, თუ არ იცი და ვინმე მადლიანი (ამერიკელიც კი) მოგიყვება
gela 67
რითიც დაამთავრე იმით დავიწყებ: მაგალითად, რომ აცხადებ მეტს ვერ წვდება "ჩვენი" გონება-ო, ჯობდა "ჩვენი"ს მაგივრად "ჩემი" დაგეწერა,რადგან ელემენტარული ნაკითხი,რომ იყო გეცოდინება ის,რომ გუნდრუკს კი არ უქნევენ(რასაც შენ წერ),არამედ უკმევენ,ახლა არ დამიწყო ეს "უკმევენ" რას ნიშნავსო........ახლა მეორე და მთავარი: ვისი "ატმასკა" ხდები თუ ხვდები მაინც, არა მგონია. ეს რომ დანაშაულის ჩამდენია ადვილი მისახვედრია, რაც რუსეთ უკრაინაში გადის ა.შ.შ.-ში არ გაუვიდააააა, გეიგონე ბაბა? მოეშვი მაღალფარდოვნებას და დაწერე ის რაც რეალურად გეხერხება, ნაკლებად სასაცილო იქნება( ასე მგონია, შესაძლოა ვცდები)
Tengiz
მერე და ნუ დაიჭერ ჩვენს დროშას.რუსეთი გამოგიყენებს და რომ არაფერში დაჭირდები უკან წამობუნძლდები საქართველოში.
კობა
მაგი 2008 დაღუპულ ბიჭებს უთხარი შე ახვარო რითი იყვნენ შენზე ნაკლები ისე შენზე მეტი შეგნება და რაცობა ქონდათ
shoda
ეჰ რომა, რომა. არ გეწყინოს და მეტი დაფიქრება გმართებს! იფიქრე, ბევრი უნდა იფიქრო, არა მარტო შენ არამედ ჩვენ ყველამ!
zaza
აქ ვინც აბ ბიჭს მოძღვრავს იმათ მინდა ვკითხო რა ამერიკაში უდანაშაულოდ არ იჭერენ და არ ახდევიებენ სასჯელს რამდენი ეგეთი ფაკტი ყოფილა იმდენი წლები მომატებოდეს ჩემ ოჯახს მოსამართლესავით და გამომძიებელივით ვინცაქ იქცევა იმათ გასაგონად რა იცით თქვენ ეს ბიჭი დამნაშავეროა იქ იყავით დანაშაულის დროს.თუ ჩიტმა მოგიტანათ ამბავი მიუხერდავათ ამისა ქვეყანას ზურგი მაინც არუნდა აქციოს და თავის ქვეყნის წინააღმდეგ არუნდა წავიდეს ქვეყანა ერთია ხელისუფლება და პოლიტიკა კი ბინძური ხალხს დაპირებებს არ უსრულებენ და არცის უნდა გაუკვირდეს რო ჩვენი ფარჩაკი პოლიტიკური ელიტა თავის მოქალაქეებს ჯეროვნად ვერიცავს.
roma
ვინაა ეს ქაჯი,შენღა გვაკლდი რა სრული ბედნიერებისთვის,თუ მართალი ხარ გაგათავისუფლებენ,ბოდიშს მოგიხდიან,კომპესაციასაც გადაგიხდიან,თუ არადა დალპები მანდ,ციხეში,ამერიკა შენ რუსეთი ხომ არ გგონია.
mamunited7
დაანებე ქურდებთან ძმაკაცობას თავი და არ დაგჭირდება არავის "პადერჟკა"!
shoda
რომელ დროშაზე ლაპარაკობთ ბატონო ჩემო, იმ ტამპლიერების დროშაზე, ჩვენ რომ ჩვენი გვგონია? მიაქციეთ ყურადღება, ამ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად არ შეცვალა ნცხროვის მიერ თავსმოხვეული ტამპლიერ-მასონების დროშა. თქვენ როგორ გგონიათ ეს შემთხვევით ხდება???
Geo
ხურციძე, ქართულ დროშას ხელში არ დავიკავებო, რომ იძახი, უკვე გამყიდველი და მორალატე ხარ. რომ დადიხარ და ვიღაც კრიმინალებთან ფულს შოულობ ეგ დაგავიწყდა? ვისი ბრალია შენი ქვეყნის??? ამდენი ტვინი არ გაქვს რომ იფიქრო, საქმეს ამერიკა იძიებს და მთელი მსოფლიო რომ ჩაერიოს თუ მტყუანი ხარ მაინც ვერავინ გამოგიშვებს ციხიდან. კიდევ ერთი, თუ მასე გააგრძელებ ფიქრს გვარიც გადაიკეთე, გახდი ივანოვი ან მსგავსი და რუსების დროშა დაიჭირე ხელში, მოგიხდება.
gela gloveli
გაიხარე, ჩემი სათქმელი თქვი,
s.s.
მიდის თუ არა მაგიც არ იყოს მენი პაკიაო, აიღე მაგალითი ხორვატი სპორცმენებისგან თუ როგორ უყვართ სამშობლო, თავისი ხალხი.....
gggg
ავთო ყოველთვის შენს მხარეს ვიყავი..გახსოვდეს როშენზე უარეს დღეშიც არი ხალხი ! შენ შენი თავი ასეთ დღეში შენ თვითონ ჩაიგდე და ქვეყანას ნუ ებუტები.
Gulshematkivari
Chaquchaa ra, meti ar moetxoveba
B-52
ქვეყნის დროშა არცერთ ხელისუფლებასთან არ ასოცირდება და ხელისუფლების ცოდვები ამ ფორმით არ უნდა მოიკითხოს მერე კიდევ იმ თავითვე დიდი გულშემატკივარი ვარ ავთოსი როგორც სხვა უამრავი ქართველი და რაღა იმათზე ამახვილებ ყურადღებას ვინც ცუდი თქვა?ავთოსგან კი უფრო ცუდია როცა შენი ქვეყნის დროშის სანაცვლოდ მტრის დროსას უმიზნებ. საინტერესოა ერთი მისი ოჯახის წევრი ან მეგობარი მაინც რომ დაღუპულიყო რუსეთთან ბრძოლაში იგივეს იტყოდა?
კახა
კაცები სამშობლოს არ ებუტებიან ავთანდილ სარწმუნოებას არ იცვლიან გამწარებულ სასოწარკვეთილებამ გათქმევინა ეგ შეგინდოს უფალმა ჩვენ ხალხი უბრალო ხალხი გვერდში გიდგევართ და არ გაგკიცხავთ ძნელია ძალიან ძნელი ათასგვარ წნეხს გაუძლო
ბობო
არაფერი დიდი მოკრივე შენ არ ყოფილხარ თუმცა ყოველთვის გგულშემატკივრობდი.მაგრამ რაც გააკეთე ის არ გეყო და ეხლა გამოდიხარ და რუსეთის ავკაგიანობაზე გველაპააკები. არ გინდა და ნუ გინდა ძალით ვერავინ დაგაკავებინებს დროშას. შენზე მაგარი მამულიშვილების დაკარგვა გააუტანია საქართველოს.ღმერთმა გაგაძლიეროს.
ლექსოს
ამაზე მეტი მზეც მინახავს მარა ეს ბაჟაღლოა
ქართველი
სპორცმენი რომელიც მთავრობაზეა გულმოსული და ამის გამო ქართულ დროშას უღალატებს ის არ არის ღირსი ამ დროშის ტარების. რამენი ვაჟკაცი დაიღუპა ომში ვისაც იმ დროს არსებული მთავრობა არ მოწონდა. მაგრამ ქვეყანას რომ დაჭირდა სიცოცხლე დადო ქართული დროშისთვის. წადი ბიძიკო თუ არ გინდა და რუსული დროშა აფრიალე. არ ხარ შენ ქართული დროშის ღირსი
***
სიმართლე და პატიოსნება უნდა იყოს შენს მხარეს და ქვეყანაც დაგიდგება და ხალხიც! კრიმინალში, ქურდულ გარჩევებში, რეკეტში და ხალხის გაუბედურებაში რომ ხარ ბრალდებული ის არ გეყოფა და ახლა ქვეყნის მოღალატეობაზე წახვედი, შევარცხვინე ყველა შენისთანა ქართველი! და რაც შეეხება რუსების გვერდში დგომას, მთელი ქვეყანა კრიმინალზეა აგებული და ამიტომ უდგანან გვერდშიც კრიმინალებს, აბა ჩვეულებრივი ხალხი ნახე როგორ ფეხებზე კიდია რუსეთის მთავრობას. შენ კი დაგეხმარებიან, გამოგიყვანენ და მერე ისევ სათავისოთ გიხმარენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება ხელსაც გკრავენ და გაგწირავენ, ესე იქცევა შენი დიდი რუსეთი და შენი კრიმინალური სამყარო.
shoda
რას ერჩით ამ ვაჟკაცს? ამბობს მე არც ერთ მთავრობას არ დავყვებოდი მომიტინგეების დასარბევადო. ალბათ არც იმ 2000 ზონდერს გაყვა უკრაინაში და ბელარუსიაში არჩევნების ჩასაშლელად და პროვოკაციების მოსაწყობად რომ გაუშვა ბლეყეიას ხელისუფლებამ და რომელ დანაშაულზე და ბოროტებაზეც დღევანდელი ხელისუფლება ხმას არ იღებს. მერე დაგავიწყდათ უნამუსონო, როგორ დასცინოდით ჩაქუჩას, როცა ის დაიჭირეს? მაშინ გაგახსენდათ კანონი და კანონიერება! არადა ამერიკა ნარკომანების, ნარკომოვაჭერეების, ღამის ბარების, პრასტიტუციის და ათასი უბედურების ქვეყანაა. ამ დროს, ლამის იყო ისე დაადანაშაულეთ ჩაქუჩა, რომ თითქოს ალკაპონეები, რომ, ძარცვავდნენ, კლავდნენ და ათას ბოროტებას ჩადიოდნენ და ჩადიან, ისიც სულ ჩაქუჩას ბრალი იყო! ადამიანს სულში ჩააფურთხეთ და ახლა იგივე ჭკუისკოლოფები ჭკუას ასწავლიან, ეგრე ნუ ლაპარაკობო! უქნიეთ გუნდრუკი ამ ფლიდთა, ცრუთა, ხარბთა, და გაუმაძღართა ხელისუფლებას, უქნიეთ,..., უქნიეთ. ზოგიერთი ჩვენგანის აზროვნება ხომ მეტს ვერ წვდება?
გიო
"როგორც ვიცი, პუტინი და კადიროვი დაესწრებიან ბრძოლებს... მინდა, მათ ცხვირწინ აღვმართო და ავაფრიალო ქართული დროშა!" აი ეს მერაბ დვალიშვილმა განაცხადა! შეადარე ჩაქუჩ შენი დაჭერა ქართველი ხალხის ბრალი არ არის და ნუ ცდილობ სულში ჩააფურთხო. ძალიანაც გული შემტკიოდა მე და უამრავ ქართველს შენს ამბავზე მაგრამ უძლურები ვართ.
მამუკა
როგორ არ უნახავს, მაგათი "პეხოტაა". აბა რისთვის დააკავეს?
Bajo
Vinc iq amogayofina tavi imat rato ar ubrazdebi bihoo,magati geshinia xo
წმიდა ობრეროზა
რა იყო ახალი თქვა რამე ამ კაცმა? უბრალოდ ფორმა არ მოგეწონათ ალბათ თორემ ხომ ვიცით ყველამ რომ ქართველები არ ვართ ერთმანეთის სოლიდარულები. და საერთოდ ახია ჩვენზე რა ჭაობშიც ვართ. რასაც ვიმსახურებთ ისეთი სოციალური და პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში.
evrojorjia
ქართველი კაცი რომელსაც რუსულ მაფიასთან ურთიერთობა და მათი კულაკობა უმტკიცდება ვერსადოდეს ინანებს რაც თქვა იმას
ავთო ხურციძეს
ჩემო ავთო, გული მტკივა ასეთი ამბავი რომ დაგემართა, არადა მთელი საქართველო ელოდებოდა შენს ბრძოლას. აშკარად გულნატკენი ხარ, არ გეკადრება ასეთი სიტყვები, თუ უყურადღებობა იგრძენი და ეს ალბათ ეგრე იყო, მაინც არ გეკადრება. რუსების დედაც !! გავა დრო და ვიცი ინანებ ამ შენს ნათვამს, ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთმა გაგაძლიეროს ავთო ძამიკო. მთავრობა ხარ თუ რაც გქვია, რისთვის გვყავს დიპლომატები და ელჩები ამერკიაში, ერთხელ მაინც რომ მოეკითხათ ეს კაცი, ხომ არ იქნებოდა ასეთი სასოწარკვეთილი.
გენო
"პადდერჟკა" მოგეწონა რუსების? შენ მაგათი "ბლატნოი მირ"–ი არ გინახავს, აი მაშინ კი "სამოთხეში" იგრძნობ თავს.
გიორგი
ბევრს სწორს ამბობს. იმას რო სპორტსმენები უამრავი პოლიტიკური თვალსაზრისის გამო არიან თანამდებობაზე, ასევე იმას რო დაშლილ დაქუცმაცებულები ვართ და თანადგომა არ ვივით, მით უფრო მთავრობა არ დაინტერესებულა მისი დაჭერის მიზეზებით აქტიურად. მარა საქართველოს სახელით გამოსვლაზე ბევრ დიდ სპორტსმენს არ უთქვამს უფრო დიდი მიზეზით უარი და მით უფრო რუსეთის სახელით რო გამოვიდეს. მანდ ჩემი პირადი აზრით ამ კაცის სხვა ყველა ნათქვამი სიმართლე ფასს კარგავს როგორც ქართველისთვის
სოსო
ეეჰ ავთო,ვინც შუაზე გაგყო,იმათ მოქალაქეობას გვპირდები და აქეთ გვსაყვედურობ?
basri
დროშა თუ არ გინდა, ტარი დაიტოვე, შენისთანა "მამულიშვლებს" ადგებათ ხოლმე
ლუკა
ძალიან საწყენია რომ ასე გაიფუჭა ცხოვრება. არადა შეეძლო ძალიან წარმატებული ადამიანი ყოფილიყო. არ უნდა გარეულიყო დამნაშავეთა სამყაროში. ჩაქუჩამ ნორმალურ ცხოვრებას ამჯობია დანაშაულის გზით ცხოვრება და მაგიტომ დაისაჯა. მთელი ცხოვრება დაინგრია. ეს მისი ბრალია. ეს წერილი არის გამწარებული და ცუდ დღეში მყოფი უიმედო კაცის ტკივილი. მე არ ვიზიარებ მის შეხედულებებს. რუსები ქართველებს არაფრით არ ჯობიან. ავთანდილი პატარა ბავშვი არ არის, უნდა ცოდნოდა რა შედეგი მოყვებოდა მის არჩევანს. თუ ირჩევ დანაშაულის გზით ცხოვრებას, მაშინ უნდა გესმოდეს რომ ციხე არ აგცდება! იმედია ქართველი ახალგაზრდები ისწავლიან მის შეცდომაზე და იგივეს არ გაიმეორებენ!
Niko
ყველა მოღალატეა ვინც ხურციძის საქციელს ამართლებს. საქართველო დაიწუნა მთავრობის გამო და ის ქვეყანა შეიყვარა, რომლის მთავარსარდალიც არის პუტინი
ლექსო
ამაზე მეტი კრიმინალი არ გინახავს?! :)
cool
ეს კაცი მართალს იძახის იმას რომ არავინ ყურადღებ არ მიაქცია. დაჟე დედამისი იყო მისული და პასუხი იყო საქართველოს სახელით არ გამოდისო. ერთი ის იკითხეს რატრომ? როცა მწვერვალზე იყო არც მაშინ და არც ახლა ყურს არავინ აპანტურებს. კიდიათ იმიტომ რომ თავად ვერ წყვიტავენ. აბა იყოს თურქი რუსი ევროპელი? დედას აიფეთზებენ და რაღაცნაირად გამოიხსნიან. და ესენი? ვაი ჩვე პატრონს.... მაგრამ აი საქართველოს დროშას არ დავიკავებო ეგ არ მომეწონა. მაგრამ ამას იმიტომ იძახის ჩემი აზრით რომ იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოს... რა ხალხიც ვართ ის მთავრობაც გვყავს და კიც გვივილიან თავზე. ნაცებმა ხომ გვიხმარეს ყველანაირად და ესენი კიდე უტრაკოები არიან რამე გააკეთონ
leqso
ეეეჰ, ეტყობა ნამეტანი ბევრი მოხვედრია თავში! ისე, ხომ არ დავუჩოქოთ სრულიდ ერმა და ვთხოვოთ არ მიგვატოვოს?!
Zura
Bevri sxvadasxva gza arsebobs,tundac is rom ecada mtavrobas elementaruli shexcedridnen am bichs.,moesminat ecarmoebinat molaparakeba amerikul mxarestan tundac imaze rom ak chventan moexada sanashayli..anerikis mona xelisuflebaa da xmas xom ver amoigebs misi mokalakia dasacavad..
მუმლი მუხიკა
კაი ერთი რა ავთო რუსებიც არარიან ჩვენზე ნაკლები ნაგვები. მარა ზატო ნაშები ყავთ კაი
Dato
ეს კრიმინალი ნახე რა დღეშია
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს
რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]
ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
"ავთო ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" - ავთანდილ ხურციძის დედა
"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს