ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხეში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს [PHOTO]

AutoSharing Option
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ის ციხეში 10-წლიან სასჯელს იხდის, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ციხის სავარჯიშო დარბაზში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

"რა ვუყოთ, რომ შავი ვარ, დამწვარი ვარ მზისაგან, მეც ხომ ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან" - წერს ხურციძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ჩაქუჩა ბედნიერი კაცია,ორი გრამი ტვინი არა აქვს და არაფერი აწუხებს.
სტატუს ქუო
07 მარტი 2019 16:29
9
ავთო მაგარი კაცია. შენ რო მაგ ციხეში მოხვდე მის ბრუკლინის ტიტულით გამოხვალ იქიდან.
!!!!!!!
07 მარტი 2019 16:49
28
სადაც არის ბედი შენი,იქ მიგიყვანს უტვინობა შენი!
ანა
07 მარტი 2019 20:10
17
რამდენი აქვს აუცილებლად მოსახდელი? მგონი კარგი ქცევის შემთხვევაში ნახევრის გასვლის შემდეგ შეუძლია მოითხოვოს გამოშვება. 2 წელი კია რაც ზის და კიდევ 2 წელში შეიძლება გამოვიდეს კიდეც. შტერულად კი მოგივიდა, ავთო, მაგრამ გგულშემატკივრობ და მინდა მალე გამოხვიდე. თუ ვინმემ იცის როგორ შეიძლება 'პერედაჩის' მიწოდება, დაწერეთ. აქვე ვარ და მინდა როგორც ქართველს ერთი მაინც შევაწოდო.
odala
07 მარტი 2019 20:09
6
ავთო ღმერთმა გაძლება მოგცეს ძმაო და მალე განთავისუფლება, ვინც გულღვარძლიანობთ სხვის ცხოვრებაზე ამას გეტყვით, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ, იქნება ისე დაგიტრიალდეთ ცხოვრება ავთოს ბედის ტრიალი სამოთხედ მოგეჩვენოთ.....ილოცეთ და იყავიტ თავმდაბალნი.
Gio
07 მარტი 2019 17:47
14
გიო, ნუთუ ვერ ხვდები, გული შეტკივათ ავთოზე. რა შუაშია ბოღმა? რა, კარგია ციხეში რომ ზის? რა, სპორტით თავს და ოჯახს ვერ შეინახავდა? რა, ქვეყანას ვერ ასახელებდა? ღმერთმა უშველოს და დაეხმაროს.
ალექსანდრე
08 მარტი 2019 15:11
0
სილა ესტ, უმა ნე ნადო.
c
07 მარტი 2019 16:40
9
მე კი,ავთოს სწორედ ჭკუასა და განათლებას ვუსურვებ.მხოლოდ ძალამ რაც მოუტანა,ფაქტი სახეზეა.ცოდვაა, რომ თავისი ტალანტი ასე დაღუპა.
სოსო
11 მარტი 2019 10:37
0
შავი რომ ხარ მიტომ ხარ მანდ
zas.
07 მარტი 2019 16:35
20
ზას- არა , ზასრანეც მოგიხდება ნიკად !
gerchi
08 მარტი 2019 04:26
4
შავი ვარო აქ იგულისხმება მისი ფერდაკანიანი მეგობრები, ანუ შავებში ვზივარო))) ძალიან მარტივია, სკოლის პირველ მეორე კლასელი რომ მიხვდება ისეთი მარტივია ::)
დაზაგრული
07 მარტი 2019 17:02
15
ჩაქუჩა ცხოვრების საუკეთესო წლებს ციხეში ატარებს, ქურდული სამყაროს წყალობით. რაღაც არ ეტყობა რომ შეცვლილი არის. ალბათ ისევ მადლიერი არის ქურდების. რაჟდენი როგორ გყავს ჩაქუჩ? მომიკითხე. ეგ ქურდები რაც უვარგისები იყვნენ ციხის გარეთ, ის უვარგისები არიან ციხეში, დასაკარგი არაფერი აქვთ. მაგრამ შენ ერთერთი უძლიერესი მოკრივე იყავი მსოფლიოში და ციხეში ერთერთი რიგითი პატიმარი გახდი. ძალიან ბევრი რამე დაკარგე. არ უნდა მოგესროლა შენი ცხოვრება სანაგვეზე, ჩაქუჩ!
ლუკა
08 მარტი 2019 07:46
3
აბა უდანაშაულო ვარო? ტყუილად დამიჭირესო.ეხლა უკვე შავი ვარო აღიარებ.იყავი შავი და იჯექი 10 წელი.
mamulo
07 მარტი 2019 16:40
30
რატომ გავბოროტდით და გავფუჭდით ასე ქართველები, რომ ჩვენს თანამემამულეზე, რომელმაც თავისი შრომით და ოფლით ასახელა საქართველო და რომელიც სადღაც, დასაკარგავში, განსაცდელებით ცხოვრობს, ჩვენ კი აქედან ვაკრიტიკებთ, განვიკითხავთ და უარესი, დავცინით კიდეც! უფალმა გაგაძლიეროს შენ და შენი ოჯახი ძმაო და ღირსეულად გატარებინოს შენი ჯვარი!
ვახო...
08 ნოემბერი 2019 16:50
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული