ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ის ციხეში 10-წლიან სასჯელს იხდის, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ციხის სავარჯიშო დარბაზში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
"რა ვუყოთ, რომ შავი ვარ, დამწვარი ვარ მზისაგან, მეც ხომ ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან" - წერს ხურციძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
არამგონია ბრუკლინის ციხე მასე სამხიარულო იყოს.
მაინც მგონია, რომ ძალით ჩაითრიეს უვარგისმა ვითომ მაფიოზმა ქართველებმა და გახვიეს შარში.
დასანანია, ყველაზე საუკეთესო წლებს ციხეში ატარებს.