ხვალ დილით, ნიუ-იორკის ბერქლის ცენტრში გაიმართება ბრძოლა WBC სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრისთვის. ჩემპიონის ტიტულის მატარებელი დიონტეი უაილდერი მე-9-დ შეეცდება ქამრის დაცვას. მისი მოწინააღმდეგე კი დომინიკ ბრაიზილი იქნება.

დიონტეი უაილდერი უძლეველი ჩემპიონია, ხოლო ბრაიზილს 1 ბრძოლა აქვს წაგებული და ისიც ენტონი ჯოშუასთან. ორივე მოკრივე შემტევ, აგრესიულ სტილს ანიჭებს უპირატესობას და ჩხუბის წინაც მსგავსი ქმედებებით გახდნენ გამორჩეულები. ე.წ. ბინძურ საუბარში (trash talking) არცერთი ჩამორჩა ერთმანეთს. ბრაიზილმა უაილდერს კრივის სირცხვილი უწოდა, ხოლო ჩემპიონი პრეტენდენტს სახის დაფშვნას შეჰპირდა.

"მე მინდა ბრაიზილის ნაწილებად დაშლა, მინდა სახე დავუფშვნა. დომინიკის მიმართ მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს.

სუპერმძიმე დივიზიონში ინტრიგა დაბრუნდა. დაფიქრდით ამ თემაზე და გააანალიზეთ, ვინ არის მეფე სუპერმძიმე წონაში. ვის უნდა ბრძოლის გამართვა ჯოშუასთან და ფიურისთან?"- თქვა დიონტეი ვაილდერმა.

როგორც გითხარით, უაილდერს არც ბრაიზილი ჩამორჩა:

"დიონტეი უაილდერის WBC სუპერმძიმე კატეგორიის ჩემპიონად ხილვა აღარავის სურს. ის არა მხოლოდ ამერიკული კრივის, არამედ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის სირცხვილია.

პირობას გაძლევთ, ჩემთან მარცხის შემთხვევაში ის კრივიდან წავა. ის ძალიან სუსტია ფსიქოლოგიურად, მისი ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებს და დეპრესიაში ჩავარდება. მე კი ყველაფერს გავაკეთებ უაილდერის პენსიაზე გასაშვებად" - თქვა კალიფორნიელმა ბრაიზილმა.

უაილდერმა 41 ბრძოლიდან 40-ში გაიმარჯვა, ერთი ფრე ტაისონ ფიურისთან ჰქონდა. 40 გამარჯვებიდან კი, 39 ნოკაუტით მოიგო, მხოლოდ ბერმან სტაივერთან გამართულ პირველ ბრძოლაში იჩხუბა 12 რაუნდი. სხვათა შორის, იმ ბრძოლის შემდეგ სტაივერნი ჰოსპიტალში მოათავსეს რაბდომიოლიზის დიაგნოზით.

ბრაიზილმა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ჯოშუასთან წააგო. მხოლოდ 7 რაუნდი გაუძლო ბრიტანელ მოკრივეს.

ხვალინდელ ბრძოლაში კი 7 რაუნდი არ იქნება ურიგო შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ჯოშუასთან 3 წლის წინ გამართული ჩხუბის შემდეგ პროგრესი განიცადა, უაილდერთან შანსები ნაკლებად აქვს. შეიძლება დიონტეი ისეთი კარგი დამცველი არაა, როგორიც ჯოშუა, სამაგიეროდ, ვაილდერს გაცილებით ძლიერი დარტყმები აქვს. უკანასკნელი შემტევი მოკრივე, ვინც უაილდერს წინააღმდეგობა გაუწია, ლუის ორტიზი იყო, 33 წლის ბრაიზილი კი 40 წლის კინგ კონგის დონის მოკრივე არაა.

თუმცა არც ისეა საქმე, თითქოს ბრძოლა წინასწარ წაგებული ჰქონდეს. უბრალოდ, კალიფორნიელის ბოლო მეტოქეები რომ ავიღოთ, კარლოს ნეგრონი და ერიკ მოლინა უაილდერთან ბრძოლის საზომად არ გამოგვადგება. ამიტომ ვიღებთ სწორებას ჯოშუასთან ბრძოლაზე. ბრაიზილი მაღალი (201 სმ), ძლიერი მოკრივეა, თავისი პლუსები აქვს და თუ კარგად დაიცავს თავს (რაც ძალიან ძნელი იქნება), სიურპრიზების შემოთავაზებას შეძლებს. სიურპრიზად 12 რაუნდის გაძლებაც ჩაითვლება.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ბერნარდ ჰოპკინსი: ფიურისა და ჯოშუას პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდება, მეორეში ჯოშუა მოიგებს
"მხოლოდ ერთი მეფე იქნება" - კრივის სამყარო საუკუნის ბრძოლას მოთმინებით ელოდება
უაილდერსა და ჯოშუას შორის ბრძოლა შესაძლოა წლის ბოლოს გაიმართოს
ალაბამაში ჩემპიონი უაილდერი დაიჭირეს
ნარკომანი და ჩხუბისთავი - როგორი იყო ჯოშუა ჩემპიონობამდე?
"სისულელეებს ნუ ლაპარაკობ" - რაზე ისაუბრეს ფიურიმ და ჯოშუამ მარბელაში?
ფიურისა და უაილდერს შორის განმეორებითი ბრძოლის თარიღი ცნობილია
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ტაისონ ფიური: ჯოშუას უაილდერთან ბრძოლაში 80 მილიონი შესთავაზეს და უარი უთხრა, ეტყობა, სუსტი ყბის შეეშინდათ
უსიკმა ჯოშუა ისევ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა