25 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მოკრივე სახილ ალახვერდოვი (49 კგ) გავიდა.
ალახვერდოვმა გერმანელი ომარ იბრაჰიმი და ბრიტანელი აჰმედ აკელი დაამარცხა და 1/2-ფინალში იტალიელ ფედერიკო სერას დაუპირისპირდება.
ნახევარფინალში გასვლით მან ერთ-ერთი სინჯის მედალი გაინაღდა.
მეოთხედფინალში ნოდარ დარბაიძე (52 კგ), არტიუშ გომციანი (56 კგ), ოთარ ერანოსიანი (60 კგ) და მიხეილ ბახტიძე (91 კგ) გავიდნენ.
სამწუხაროდ, გათამაშებას ლაშა გურული (64 კგ), ესკერჰან მადიევი (69 კგ), გიორგი ხარაბაძე (75 კგ), გიორგი მანჯავიძე (81 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ) გამოეთიშნენ.