მინსკი 2019: ქართველი მოკრივე ფინალში გავიდა

AutoSharing Option
28 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ფინალში საქართველოს ნაკრების მოკრივე სახილ ალახვერდოვი (49 კგ) გავიდა.

ალახვედროვმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია იტალიელ ფედერიკო სერას.

მან 1/2-ფინალამდე გერმანელი ომარ იბრაჰიმი და ბრიტანელი აჰმედ აკელი დაამარცხა.

30 ივნისს, ფინალში ალახვერდოვი სომეხ არტურ ოვნანისიანს შეხვდება.

დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ ერანოსიანმა (60 კგ) ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ გაბილ მამედოვთან წააგო და რეგლამენტის მიხედვით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.





მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები, ბევრჯერ გესახელებინოს საქართველო!!!
Lado
07:26 29-06-2019
0
აი ესეთ ხალხს უნდა ატარებდეს სახელმწიფო ხელის გულზე. წარმატებები მაგარი ხარ!
koko
11:07 29-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული