დღეს, 30 ივნისის დილით WBO ვერსიით საშუალო წონით კატეგორიის ჩემპიონმა დიმიტრიუს ანდრადემ პოლონელი მაციეი სულეცკი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

11 წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში 31 წლის ამერიკელმა მოკრივემ პირველი ბრძოლა ჩაატარა საკუთარ მშობლიურ ქალაქ პროვიდენსში და გამარჯვების მოსაპოვებლად 12 რაუნდი დასჭირდა. თუმცა, ანდრადემ სამივე მსაჯის მსგავსი შეფასებით (120:107) მოიგო და მთელი ბრძოლის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. დიმიტრიუსმა, რომელიც უძლეველი მოკრივეა, კარიერაში მეორე მარცხი აწვნია პოლონელს.

"სად არის კანელო? სად არის GGG? მე არ ვიხედები წარსულში, ვიცოდი, რომ სულეცკის დავამარცხებდი"- ჩხუბის დასრულების შემდეგ თქვა ანდრადემ, რომელსაც უკანასკნელი 6 ბრძოლაში მოსაგებად რინგზე 12 რაუნდის გატარება მოუწია.

ზოგადად, ანდრადე ცნობილია, როგორც ჭკვიანი, ტექნიკური მოკრივე, თუმცა სულეცკის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული იყო და შეტევით კომბინაციებს ერთი-მეორეს მიყოლებით ათამაშებდა.

"სულეცკი ტოპ-10-ეულის მოკრივეა, მაგრამ მე დავიღალე სუსტი მეტოქეების დამაცხებით. აღარ მინდა რეიტინგის ბოლოში მყოფ მოკრივეებთან ჩხუბი"- განაცხადა ანდრადემ.

დიმიტრიუსმა აღნიშნული გამარჯვებით კარიერაში ყველაზე დიდი ფულადი პრიზი მიიღო - 1 500 000 დოლარი, ხოლო დამარცხებულს წილად 400 000 დოლარი ხვდა.

ცოტა ხნის წინ, იყო საუბრები იმაზე, რომ კანელო ალვარესსა და გენადი გოლოვკინს შორის მესამე ბრძოლა შეიძლება წელს გაიმართოს, თუმცა თუ ყაზახი მოკრივე მექსიკელთან ჩხუბს ვერ მოახერხებს, ანდრადეს შანსი ეძლევა კარიერაში პირველი დიდი ბრძოლა გამართოს, თუმცა აქ ძალიან დიდი თუ არის. ამის მიზეზი დიმიტრიუს ანდრადეს მეტად უცნაური საბრძოლო სტილი გახლავთ, რომელთან გამკლავება გოლოვკინისთვის ადვილი ნამდვილად არ იქნება და ახალ თავსატეხს ისევ "შეჩვეულ ჭირთან" საბრძოლველად დაცდა ჯობს. თავად ანდრადეს კი, კანელოსთან ბრძოლა სურს. შეგახსენებთ, საშუალო წონით 3 კატეგორიაში ჩემპიონი საულ ალვარესია, ხოლო 1-ში ანდრადე.

"კანელო, მოდი ერთი ჩემპიონი გვყავდეს. ქამარი აქ არის და მოდი, ვიბრძოლოთ. ყოველგვარი რბოლისა და თამაშების გარეშე გადავწყვიტოთ ვინ არის საუკეთესო ამ კატეგორიაში. Mano y mano. Viva Mexico!"- მიმართა დიმიტრიუს ანდრადემ საულ კანელო ალვარესს.

არ ვიცით რა მოხდება, თუმცა თუ ანდრადემ კანელოსთან ან გენადი გოლოვკინთან ჩხუბი გამართა, ეს დიდი სანახაობა იქნება. მართალია, აღნიშნულ ბრძოლებს წინ ბევრი დაბრკოლება უდგას, თუმცა თუ კანელოსა და GGG-ს დაპირისპირება არ შედგა, შესაძლებელია რომელიმე მათგანი რინგზე დიმიტრიუს ანდრადეს წინააღმდეგ დადგეს.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
"არსენალმა" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" სახლში "არარატ-არმენიას" ვერ მოუგო
ჟოაო კანსელო "ბარსელონაში" დაბრუნდა
"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
Netflix-ი შუმახერის 1994 წლის ჩემპიონობაზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს
ჭორები გაქარწყლდა - ვერსტაპენი რედ ბულში 2030 წლამდე დარჩება
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ფორვარდს ნამდვილად ვეძებთ. ამ ადამიანს კი ძალიან ვენდობი" - ფლიკმა "'ბარსას" გეგმებზე ისაუბრა
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი
"არსენალმა" ინგლისის ნაკრების მცველის ტრანსფერი შეათანხმა
როგორ მოვიდა მიქაუტაძე აქამდე და რა სარგებლის მოტანა შეუძლია "ბარსელონასთვის"?
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
პსჟ-სა და "რენის" მატჩი პარიზში არ ჩატარდება
გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს
გახდა თუ არა მუსლიმი - რობერტო კარლოსმა კომენტარი გააკეთა
ზაბარნიმ შეიძლება პსჟ დატოვოს და ინგლისში დაბრუნდეს
WBC, WBA და უკვე IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი - კანელომ იაკობსი დაამარცხა [VIDEO]
ოფიციალურად: კანელო და გოლოვკინი მესამედ იბრძოლებენ
მომაკვდავ შვილს მსოფლიო ჩემპიონობას შეჰპირდა - ქამარი საფლავზე მიიტანა...
კანელო ალვარესი VS დენიელ იაკობსი - დაცვითი სტილი შემტევის წინააღმდეგ
გენადი გოლოვკინმა სტივ როლსი დაამარცხა და კანელო გამოიწვია [VIDEO]
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
დიდი ბრძოლა დაანონსდა
ხაბიბმა საუკეთესო მოკრივე დაასახელა
ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2019 წელს? - Forbes-ი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას აქვეყნებს
"შენც ნაძირალა ხარ! ჯერ რაღაცას წერ და..." - ალვარესმა აგუეროს უპასუხა, რომელმაც მესი დაიცვა
კრივის ყველაზე მსხვილი ვარსკვლავი დათმობაზე მიდის და მაყურებლის გარეშე იჩხუბებს
შესაძლოა, ავთანდილ ხურციძე აქ ყოფილიყო - საუნდერსი კანელოს ბრძოლაზე თითქმის შეუთანხმდა