"დედამიწა ბრტყელია" - მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში

AutoSharing Option
კრივის სუპერსაშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ინგლისელმა კარლ ფროჩმა, ბრიტანულ daily star-თან საუბარში განაცხადა, რომ დედამიწა ბრტყელია და ამაში სრულიად დარწმუნებულია.

"დედამიწა ბრტყელია, 100%-ით. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მისი სიმრუდისა. ეს ცრუ კოსმოსური სააგენტო NASA კომპიუტერულ გამოსახულებებს იყენებს და ყოველი სურათი ერთმანეთისგან განსხვავდება. ვუყურებ მათ და ვფიქრობ: "ესენი ხომ მულტფილმებს ჰგვანან!"

ოდესმე, როცა რიჩარდ ბრენსონი (ბრიტანელი ბიზნესმენი, რომელიც კოსმოსური ტურიზმის კუთხით მუშაობს) ჩარტერულ რეისებს შემოგვთავაზებს და შესაძლებელი იქნება დედამიწის ნახვა და იმის შემჩნევა, რომ ის ბრუნავს, მაშინ დავიჯერებ, რომ
დედამიწა მრგვალია",- განაცხადა 42 წლის ფროჩმა, რომელსაც პროფესიონალურ რინგზე მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს წაგებული.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას აშკარად ბევრი აქვს მოხვედრილი
1
და მოგებულებში ცოტა მოხვდებოდა თუ?
zena
16:35 25-09-2019
0

სიახლეები პოპულარული