კრივში მორიგი ტრაგედია დატრიალდა.
ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი, რომელიც პირველ საშუალო წრეში გამოდის, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს რინგზე გადატანილი ნოკაუტის შემდეგ.
27 წლის სპორტსმენი ნოკაუტის შემდეგ 4 დღე კომაში იმყოფებოდა. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ, თუმცა დეის ტვინის მძიმე ტრავმა ჰქონდა და ის ისე გარდაიცვალა, რომ გონზე ვერ მოვიდა, - იტყობინება გამოცემა sporf.com-ი.
პატრიკ დეი ჩარლზ კონველს შეხვდა. მათი ორთაბრძოლა 12 ოქტომბერს გაიმართა.
ეს პირველი ტრაგედია არ არის კრივის სამყაროში. ზაფხულში რუსი მოკრივე მაკსიმ დადაშევი ჩხუბის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ასევე გარდაიცვალა არგენტინელი უგო სანტილიანი, რომელმაც ტრავმა ჩხუბის დროს მიიღო.
სექტემბერში რუსი მოკრივე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა, ხოლო ბულგარელი მოკრივე - პირდაპირ ჩხუბის დროს.