მოკრივე, რომელმაც ბრძოლის დროს საკუთარ თავს გაარტყა, ჩემპიონი გახდა, განარკომანდა და 22 თებერვალს ისევ ტიტულზე იჩხუბებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თანამედროვე კრივის ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი პერსონაჟი ბრიტანელი ტაისონ ფიურია. საუკეთესო თრეშთოქინგის გარდა, ტაისონი საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონია. მეტიც, ის პირველი იყო, ვინც უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო 10-წლიანი ჰეგემონიის შემდეგ დაამარცხა და ტიტულები აართვა.

ჩემპიონობის შემდეგ ფიურის ცხოვრებისეული აღმასვლის ნაცვლად, დაღმასვლა დაეწყო: მან 27 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, გახდა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, ეტანებოდა ალკოჰოლს და იწონიდა 200 კგ-მდე.

ბნელი პერიოდი, საბედნიეროდ, ფიურიმ წარმატებით დაძლია და კრივს 2018 წელს დაუბრუნდა. იმავე წელს მძიმე წონის ჩემპიონს WBC-ის ვერსიით, ამერიკელ დეონტეი ვაილდერს დაუპირისპირდა და
ბრძოლამ გამარჯვებულები ვერ გამოავლინა - ფიური და უაილდერი დაზავდნენ. მათი განმეორებითი შეხვედრა 22 თებერვალს, აშშ-ში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ორივე მოკრივე დაუმარცხებელია.

გთავაზობთ ვიდეოს არქივიდან, სადაც ტაისონმა საკუთარ თავს კურიოზულად მუშტი გაარტყა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული