ტაისონ ფიურის 33 მილიონს სულელური საქციელის გამო არ უხდიან [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს, აშშ-ში მძიმე წონის ჩემპიონი WBC-ის ვერსიით დეონტეი უაილდერი ბრიტანელ ტაისონ ფიურის ხვდებოდა. მებრძოლები 2018 წელსაც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ შეხვედრა ფრედ მორჩა, ამჯერად კი ტაისონმა უაილდერს უშანსოდ მოუგო: 2-ჯერ ნოკდაუნში გაგზავნა და რეფერიმ ცალმხრივი ჩხუბის შემდეგ მე-7 რაუნდში ბრძოლა გააჩერა.
მოკრივე ამ ბრძოლისთვის, სულ მცირე, 33 მილიონ დოლარს მიიღებს, თუმცა ნევადის შტატის ათლეტური კომისია არ ჩქარობს გადახდას. საქმე იმაშია, რომ ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდში ფიურიმ უაილდერის კისერი ალოკა. სანამ ამ სიტუაციის განხილვა არ მოხდება, მებრძოლი გასამრჯელოს ვერ მიიღებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.