კავკასიელების დამცველმა ტაისონთან ბრძოლა ისურვა

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების რუსი მებრძოლი ალექსანდრ ემელიანენკო აცხადებს, რომ სიამოვნებით გამართავდა მაიკ ტაისონთან საჩვენებელ ორთაბრძოლას კრივის წესებით.

"გავიგე, რომ ტაისონი დაბრუნებას აპირებს. მე მოკრივე არ ვარ, მაგრამ სიამოვნებით წავეჩხუბებოდი მაიკს. ოთხრაუნდიანი ბრძოლა. უსიკმა, პოვეტკინმა და სხვებმა ტიტულებზე იჩხუბონ. მე შევეცდები, შერეულ ორთაბრძოლებს პოპულარობა ავუმაღლო", - განაცხადა ემელიანენკომ sport24-თან.

შეგახსენებთ, ემელიანენკო სავარჯიშოდ ჩეჩნეთში, კერძოდ კი, გროზნოში ჩამოდის. მას თბილი ურთიერთობა აქვს რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან. ალექსანდრე თავის სკანდალებითაც ცნობილია. ბოლოს მან რუსი ოლეგ ტაკტაროვი კავკასიელების კრიტიკისთვის გამოლანძღა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაც მირკო პროკოპმა დაგაკლო, ტაისონი გადაგიხდის!
......
17:48 06-05-2020
1
შენ და კადიროვი ერთად ეჩხუბეთ თუ გინდა :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული