მაიკ ტაისონი ციხეში მომხდარ ჩხუბს იხსენებს: ვიღაცამ რაღაც მითხრა და...

AutoSharing Option
მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში მაიკ ტაისონი იხსენებს ციხეში გატარებულ პერიოდს. მაიკი აღიარებს, რომ ციხეში მხოლოდ ერთადერთხელ იჩხუბა.

1992 წელს მაიკი გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს და 6 წელი შეუფარდეს, თუმცა მოკრივე 3 წლის შემდეგ გათავისუფლდა.

"ციხეში სულ ერთხელ ვიჩხუბე. ვიღაცამ რაღაც თქვა, მასთან მივედი და დავარტყი. ჩვენ დიდი ხანი ვიყავით ჩაკეტილ სივრცეში, გაღიზიანებული ვიყავი. სავარჯიშო დარბაზშიც კი არ გვიშვებდნენ. ნაწყენი და განერვიულებული ვიყავი", - უყვება მაიკი talksports-ს.

ამჟამად 53 წლის ტაისონი კრივში დაბრუნებას
და საჩვენებელი ორთაბრძოლების გამართვას აპირებს, შემოსული თანხით კი უსახლკაროებსა და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული