კლიჩკო: საბჭოთა ჯარში მსახურობის პირველ დღეს ავტორიტეტი მოვიდა და წყლის მოტანა მიბრძანა...

AutoSharing Option
მსოფლიოს ექსჩემპიონმა კრივის მძიმე წონაში და კიევის მერმა ვიტალი(უფროსი) კლიჩკომ საბჭოთა არმიაში მსახურობის პირველი დღე გაიხსენა.

"სამხედრო ფორმა გადმოცემული არ ჰქონდათ, რომ ერთი "ბიძა" მოვიდა და უფროსის ტონით წყლის მოტანა მიბრძანა. გაბარიტებით ეს "ბიძა" ჩემზე ორჯერ პატარა იყო.

მე კი ვუპასუხე, რომ მსგავს მითითებებს მხოლოდ ზემდგომებიდან მივიღებდე. ის კი ჩემსავით რიგითი იყო. ჩემი პასუხი "ბიძას" კატეგორიულად არ მოეწონა, თუმცა მარტომ ჩემთან დაპირისპირება არ დაიწყო და დახმარების სათხოვნელად გაიქცა.

დაუნდობელი ჩხუბი იქნებპდა, თუმცა ნაწილის ხელმძღვანელმა დაგვშალა. მთელი ღამით ვნერვიულობდი, დაძაბული ვიყავი,
არ გამოცრიცხავდი, რომ ეს "ბიძები" სამაგიეროს გადამიხდინენ. დაძაბულობამ მხოლოდ მეორე დღეს გამიარა.

დილით, დგომის დროს გამოაცხადეს, რომ ახალწვეულებს შორის იყო ქვეყნის ჩემპიონი - ვიტალი კლიჩკო. ამის შემდეგ, ის "ბიძა" თავისით მოვიდა, ხელი გამომიწოდა და მეგობრული ტონით მითხრა: "ამის შესახებ აქამდე რატომ არ მითხარი?"

ინციდენტიც ამით ამოწურა, ამის შემდეგ არავის დაუძალებია ჩემთვის წყლის მოტანა,"- განაცხადა კლიჩკომ.

ვიტალიმ სამხრედრო სამსახური საბჭოთა არმიაში 1989-1991 წლებში მოიხადა. ის ქალაქ უმანში მსახურობდა.

მომზადებულია MixSport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვა რა საინტერესო იყო. ამაზე ნაკლები "სტატია" არ უნდა მიცე რა..
ვახო
00:45 25-05-2020
4
ძლიერი სტატიაა. მიგაჯაჭვავს და დაგიპყრობს პირდაპირ.
საერთოდ ხვიჩა ყაზაიშვილი ძლიერ მასალებს დებს ხოლმე.
აი ია
11:12 25-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული