უკრაინელი მოკრივე: ამერიკაში სიგიჟე ხდება, ახალგაზრდები საპროტესტოთ გადიან და მეორე დღეს მოპარულ ნივთებს ყიდიან

AutoSharing Option
უკრაინელი ნახევრადმძიმე წონოსანი მოკრივე ივან რედკაჩი კალიფორნიაში გამართულ აქციებზე საუბრობს.

"ჩვენ ვცხოვრობთ კალიფრონიაში, ეს კი - დემოკრატიული, ლიბერალური შტატია.

აქ სიგიჟე ხდება. ჩემს მეზობლად აფროამერიკელები და თეთრები ცხოვრობენ მიტინგზე საქურდავად წავიდნენ, მეორე დღეს კი მოპარულ ნივთებს ყიდიდნენ.

ჩემი ზოგიერთი ნაცნობი ჰოლივუდში ცხოვრობს, იქ უფრო დაძაბული სიტუაციაა, ძალიან ეშინიათ. ბრბო თავის გზაზე განურჩევლად ყველაფერს ანადგურებს. ჩემი ნაცნობი ადვოკატის ოფისი სრულიად გაანადგურეს. ვისაც ბავშვები ჰყავთ, იმათ უფრო ეშინიათ.

თავიდან მეც ძალიან მეშინოდა, ვცდილობდი ბავშვი საბავშვო ბაღიდან ადრე გამომეყვანა, მეზობელი რაიონებიდან სროლაც ისმოდა.
ქუჩაში გასვლა სახიფათო იყო, ქუჩაზე ვიღაცების მანქანა დადიოდა და გზად ყველაფერს ეჯახებოდა. ეს სიგიჟეა." - განაცხადა რედკაჩმა Xsport-თან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მელამ თავისი კუდი,მოწმედ მოიყვანაო.რა ნაგვებიც მოგყავს ღირსეულებად,მათი მსგავსი ხარ შენც.ილია ჭავჭავაძე იყო ლიბერალი და როგორ ატყობ,გაქვთ რამე საერთო მასთან?ლიბერალიზმით ნუ ამართლებთ თქვენს გარეწრობას და ამერიკა რომ რასისტული ყოფილიყო,ბარაკ ობამას არ აირჩევდა პრეზიდენტად და მკვლელ პოლიციელს არ დააპატიმრებდა მკვლელობის ბრალდებით.რასაც ახლა ამერიკაში ვხედავთ,ძარცვას,ნგრევას,ხანძარს,სწორედ ასე იქცეოდნენ ნაცები ბათუმში და თბილისში,ხოლო როცა ხელისუფლებაში იყვნენ,გააფთრებით იცავდნენ მკვლელ პოლიციელებს და გაცილებით უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს(ამ მძარცველების ბანდას კი არ ჰგავდნენ ქართველი მომიტინგეები),არც ტყვიას იშურებდნენ,არც ხელკეტს და არც მომწამლავ გაზს,ან ულრაბგერით დარტყმას.არც საპატიმროებში ცემა წამება და თუნდაც მოკვლა,ან მთელი ქონების წართმევა იყო თქვენთვის რაიმე უცხო და მიუღებელი.ასე რომ ვერც ოპოზიციონერობით და არც მთავრობაში ყოფნით,თქვენ ახლოსაც კი ვერ მოდიხართ ვერც ტრამპის მთავრობის და ვერც საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებასთან მოსახლეობის მიმართ.თქვენისთანების ადგილი ისტორიულ სანაგვეზეა და ასე იქნება საქართველოშიც და ამერიკაშიც.მძარცველები ყველგან მძარცველები არიან და კრიმინალს,ეროვნება ან კანის ფერი არა აქვს
სოსო
19:19 06-06-2020
0
korben dallas ძალიან ცდები მეგობარო როცა ურევ ბანდიტიზმს ლიბერალობაში. შენ არც გიცხოვრია ამერიკაში და გეტყობა ეს. კაცი დანახულს გვიყვება რასაც ხედავს და რატომ გონია რომ რამეს იტყუება? მე ნაცხოვრები მაქვს და გეტყვი რომ პირიქით მათგან იგრძნობა ზიზღი თეთრკანიანებისადმი. ბევრგან სახელმწიფო დაწესებულებაში სადაც მუშაობენ ეს იგრძნობა მათგან და ქუჩებშიც შენ წარმოიდგინე. მათ ვერ მოკლეს საკუთარ თავში მონა. თუ რასიზმია შეხედე დემონსტრანტებს ნახევარზე მეტი თეთრკანიანები არიან მათ გვერდით. ახლა რაც ამერიკაში ხდება ეს არის მასობრივი მოროდიორობა. წარმოდგენა არ გაქვს korben dallas რომ ჩვეულებრივი ცხოვრების დროსაც, ლოსა ანჯელესში და ბევრ სხვაგანაც, ისეთი უბნებია სადაც საღამოობით შესვლა საშიშია. ხოდა ახლა იმ უბნებიდან შავკანიანები არიან ვითო დემონსტრანტები და ძარცვავენ ძვირფას მაღაზიებს, ქუჩებში გლეჯენ ბანკომატებს. ჩვენ ბევრი დემონსტარცია გვინახავს ტვ-დან ამერიკაშიც და სხვაგანაც, მარა ეს დემონსტრაცია უკვე აღარ არის კაი ხანია. მე ახლაც მყავს იქ ბევრი მეგობარი და მათგანაც ვიცი მონაყოლით. დარწმუნებული ვარ 80-90% უმუშევრები არიან და ახლა ვითო "დემოსტრანტები" გახდნენ. კითხე იმ მაღაზიების პატრონებსაც ასეთ "ლიბერალიზმზე'' რა აზრის არია, ან ცოტათი მაინც შენი თავი წარმოიდგინე მათ ადგილას. ასე შორიდან ადვილია ლაპარაკი. ის პოლიციელი პასუხის გებაშIა მიცემული და რა გინდათ მაინც "ლიბერალებს" ძირ ფესვიანად გადაასწორონ ამერიკა და ისეთი სისტემა ააშენონ როგორც ეს შავკანიანებს წარმოუდგენიათ? ან საერთოდ ააქვთ წარმოდგენა ახლა რა უნდათ კონკრეტულად? რა არის მათი მოთხოვნა ძარცვის გარდა და რა არ დაკმაყოფილდა რომ ისევ "პროტესტს გამოთქვავენ"(ძარცვავენ)
G.LA
08:53 07-06-2020
0

სიახლეები პოპულარული