ტედი ატლასი: უაილდერის მწვრთნელი რომ ვიყო, ჩემს თავს გავიგდებდი

AutoSharing Option
ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი და კომენტატორი ტედი ატლასი ფიქრობს, რომ WBC-ის ექსჩემპიონს მძიმე წონაში, დეონტეი უაილდერს გაუჭირდება ტაისონ ფიურისთან რემატჩში ადაპტაცია და საბრძოლო არსენალში რაიმე ახლის დამატება.

"თუ მე უაილდერის მწვრთნელი ვიქნებოდი, საკუთარ თავს გავაგდებდი, იმიტომ, რომ მე მას ახალი არაფერი ვასწავლე. ვფიქრობ, მას ბევრი არაფერი ასწავლეს. ეს სიახლე არაა. სწორედ ამის გამო მან ფიურისთან მარცხი იწვნია. რა თქმა უნდა, მას ძალიან მძიმე დარტყმა აქვს, მაგრამ დეონტეის ეს დაბადებიდან, ბუნებრივად აქვს. თუმცა მარჯვენა ხელში ეს უზარმაზარი ძალა ხშირად წაგების მიზეზიცაა.

რა
უნდა შეცვალონ მათ ფიურისთან მესამე ბრძოლის წინ? არ მესმის, თუ შენ შენს მოკრივეს აქამდე არაფერი ასწავლე, ახლა რისი იმედი გაქვს? ამ წაგებას ელოდებოდნენ? "აი, როცა წააგებს დეონტეი, მერე განვაახლებთ არსენალს" - ალბათ ამას ფიქრობდნენ.

რემატჩში უაილდერმა გადაწყვეტილებები სხვანაირად უნდა მიიღოს. არ უნდა იფიქროს მხოლოდ ერთი დარტყმით დანოკაუტებაზე", - თქვა ატლასმა თავის პოდკასტში THE FIGHT with Teddy Atlas.

შეგახსენებთ, დეონტეი უაილდერი წლის დასაწყისში ტაისონ ფიურისთან მე-8 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მათი რემატჩი წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული