მოკრივემ, რომელმაც მეივეზერის რეკორდი დაამხო, ფინანსური პრობლემების გამო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
34 წლის WBC-ის ჩემპიონმა, ტაილანდელმა ვანენგ მენაიოტინმა კვირას სოცქსელების მეშვეობით კარიერის დასრულება გამოაცხადა. პროფესიონალურ კრივში მან 54 შეხვედრა გამართა, საიდანაც 54-ივე მოიგო. ვანენგმა კარიერა 2007 წელს დაიწყო, 2014 წელს WBC-ის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018 წელს ფლოიდ მეივეზერის რეკორდი მოხსნა. ამერიკელს 50 მოგება და 0 წაგება ჰქონდა, ხოლო ტაიალანდელმა 2 წლის უკან 51-ე ბრძოლა მოიგო.

გასულ წელს ვანენგმა Golden Boy-სთან კონტრაქტი გააფორმა და წელს ბრძოლები აშშ-ში უნდა გაემართა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გეგმები შეცვალა. სამწუხაროდ, ტაილანდელი ყველაზე მსუბუქ კატეგორიაში გამოდის, რომლის ლიმიტი 48
კგ-ია. ასეთ წონას კი საკმაოდ მცირე რაოდენობის გულშემატკივარი ჰყავს, შესაბამისად, არაპოპულარულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული