მძიმე წონის WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონ ენტონი ჯოშუას 80 მილიონი დოლარი შესთავაზეს დეონტეი უაილდერთან ბრძოლაში.
"მას 80 მილიონი და 2-ბრძოლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და უარი უთხრა, - ჰყვება ტაისონ ფიური Daily Mail-თან, - რამდენიმე ისეთ ადამიანს ველაპარაკე, ვისაც ვენდობი და ვინც საკუთარი თვალით ნახა ხელშეკრულება. არ ვფიქრობ, რომ მათ მეტის გამომუშავების საშუალების გამო განაცხადეს უარი. უბრალოდ ჯოშუას სუსტი ყბის გამო თქვეს უარი".
შეგახსენებთ, წლის დასაწყისში ფიურისა და ჯოშუას გუნდებმა მათი ბრძოლის კონტრაქტები შეათანხმეს. ფიურის მენეჯერმა ფრენკ უორენმა განაცხადა, რომ პირველ
ბრძოლაში მოკრივეები 60-70 მილიონს გამოიმუშავებენ, ხოლო რემატჩში - ორჯერ მეტს.
თუმცა, სანამ ტაისონი ენტონის შეხვდება, მას დეონტეი უაილდერთან რემატჩი აქვს გასამართი.