ლეგენდარულ მოკრივეზე, მძიმე წონის ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონზე, მაიკ ტაისონზე ფილმს იღებენ. მთავარი მსახიობი და შესაბამისად, ტაისონის როლის შემსრულებელი ჯეიმი ფოქსი იქნება.
ჯეიმიმ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აშკარად ეტყობა, რომ სხეულის ტრანსფორმაცია დაწყებულია და ის კუნთოვან მასას იმატებს.
"ტრანსფორმაცია დაიწყო. პირველი, ყველაზე რთული დავალებაც ეს არის. იატაკიდან და ღერძზე აზიდვების წყალობით კარგი სტარტი გვაქვს. ფოტო კი საწყისი ეტაპის დროინდელია." - წერს ფოქსი "ინსტაგრამზე".