ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ელენე სიყმაშვილი: მინდა გულშემატკივრები გავახარო და ჩემპიონის ქამარი საქართველოში ჩამოვიტანო

ელენე სიყმაშვილი: მინდა გულშემატკივრები გავახარო და ჩემპიონის ქამარი საქართველოში ჩამოვიტანო

ელენე სიყმაშვილი, პროფესიონალი მოკრივე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მოკრივეთაგანია საქართველოში. 2019 წლის დეკემბერში, თბილისში პრომოუტერული კომპანია Boxing Group Promotion-ისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში მან ბულგარელი ბორისლავა გორანოვა დაამარცხა და 2020 წელს ევროპის კრივის კავშირის (EBU) ეგიდით, ევროპის ჩემპიონის ქამარზე ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ელენეს მეტოქე გამოცდილი სანა ტურენენია და ბრძოლა ამ გაზაფხულზე ჰელსინკიში უნდა შემდგარიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიამ გეგმები შეცვალა და დაპირისპირების თარიღმა ამჯერად აგვისტოში გადმოიწია. როგორი იქნება სიტუაცია აგვისტომდე, არავინ იცის, თუმცა ელენე, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მაქსიმალურად მონდომებით ვარჯიშობს.

"პანდემიის გამო სპორტული დარბაზები ბოლო დრომდე დაკეტილია, რაც სრულფასოვანი მზადების საშუალებას არ მაძლევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდუალური რეჟიმით ინტენსიურად ვვარჯიშობ. მეხმარებიან მეგობარი სპორტსმენებიც, რათა ღია სივრცეში მაინც შევძლო „თათებზე“ ვარჯიში და სპარინგების გამართვა. ასე მზადება ძალიან ძნელია, თუმცა ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო ფორმაში.

ეს ბრძოლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მაქვს შანსი და ნამდვილად შემიძლია ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიგო, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მეტოქის ქალაქში ტარდება“, - ამბობს ელენე.

- რას იტყოდი შენს მეტოქეზე, რამდენად იცნობ მის შესაძლებლობებს და როგორ შეაფასებდი მას?

- ჩემს მეტოქეს კარგად ვიცნობ, რადგან შარშან ერთხელ უკვე მქონდა 6-რაუნდიანი სარეიტინგო ბრძოლა მასთან. იმ შეხვედრაში, სამწუხაროდ, დავმარცხდი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არ ვიყავი სათანადოდ განწყობილი და მომზადებული. ახლა ჩემი შეცდომებიც კარგად მაქვს გაანალიზებული და რევანშისთვის სრული სერიოზულობით ვემზადები. მეტოქე რინგზე, ძირითადად, ძალის ხარჯზე მოქმედებს, მოძრაობასა და სიმაღლეშიც მე მაქვს უპირატესობა. წინა ბრძოლაც ნამდვილად თანაბარი იყო და მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახურებდი და მოგებაც შემეძლო. თუმცა მაინც საკუთარ მომზადებაში ხარვეზებს დავაბრალებდი ყველაფერს.

- ამჯერად რამდენად ხარ მოტივირებული ამ ბრძოლის მოსაგებად და რას ჰპირდები ქართული კრივის ქომაგს?

- ამჯერად მოტივაცია უმაღლეს დონეზე მაქვს. უკვე კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები და საკუთარი ხარვეზების აღმოფხვრაზეც გამუდმებით ვმუშაობ. მინდა ჩემი გულშემატკივრები გავახარო, მათი იმედები გავამართლო და ეს ქამარი საქართველოში ჩამოვიტანო! რაც გულით გინდა და რისკენაც მონდომებით ისწრაფვი, ის აუცილებლად მოხდება!

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აგვისტომდე საზღვრები არ გაიხსნა და ფრენები არ აღდგა?

- ამ ეტაპზე ბრძოლა ჩანიშნულია 8 აგვისტოს, თუმცა ვირუსთან დაკავშირებული აკრძალვების გამო თუ ფრენები არ აღდგა, დაპირისპირება კვლავ გადაიდება, რადგან მოგეხსენებათ, ფინეთში ფეხით ვერ წავალ. თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა, პირიქით, ახლა აქ უკვე არის საუბარი სპორტული დარბაზების გახსნის შესაძლებლობაზე და ბრძოლის გადადების შემთხვევაში დარბაზში უფრო სრულყოფილად მოვემზადები ჩემს მწვრთნელ მინდია ნოზაძესთან ერთად. ადრე იქნება თუ გვიან, ბრძოლა შედგება - მთავარია, მე სრულ მზადყოფნაში ვიყო!

- დაბოლოს, რას ნიშნავს შენთვის, რომ იყო ქალი და იყო მოკრივე? რას გაძლევს შენი პროფესიონალი მოკრივეობა ცხოვრებაში?

- იყო ქალი და თანაც მოკრივე, ეს დიდი შესაძლებლობაა დამოუკიდებლად და ღირსეულად ცხოვრებისათვის! წარმოიდგინეთ, ხარ ქალი, აკეთებ ყველა საქმეს, რაც გჭირდება, ზრუნავ ოჯახზეც და ამასთან, გრძნობ საოცარ ძალას და ენერგიას; შეგიძლია როგორც საკუთარი თავის დაცვა, ისე შენ გვერდით მყოფის! შენ შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე ყველა დაბრკოლებას ცხოვრებაში. ეს ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ სიძლიერეს - რაც განიჭებს თავისუფლებას!

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

ქართველი პროფესიონალი მოკრივე ქალი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს

ქართველი გოგონა მსოფლიო ჩემპიონის პრესტიჟული ქამრისთვის იჩხუბებს!